in

ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა

პირველად ქართულ „ონლაინ“ სივრცეში, შეიქმნა ბიზნეს და საჯარო მონაცემების ერთიანი ანალიტიკური პლატფორმა, რომელზეც NGT ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ანალიტიკოსთა გუნდმა იმუშავა. Bihub.ge არის Open Data პრინციპზე დაფუძნებული პირველი ქართული ბიზნეს და საჯარო მონაცემების ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს უამრავ საინტერესო და ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციას და რაც ყველაზე მთავარია, 25 000-ზე მეტი ქართული კომპანიის ფინანსური უწყისები და მაჩვენებლები.

პლატფორმა შექმნილია მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს ანალიტიკური სისტემის Qlik BI-ს ბაზაზე, რომელიც დაფუძნებულია Open Data პრინციპზე და უზრუნველყოფს მონაცემების გამოყენების უნიკალურ მეთოდს.

პლატფორმის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, პროექტის ხელმძღვანელს, NGT ჯგუფის ბიზნეს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს, გელა შონიას ვესაუბრეთ.

პირველ რიგში, რა მიზნით შეიქმნა Bihub.ge?

გელა შონია: ყველამ კარგად ვიცით, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მონაცემების უმეტესობა სხვადასხვა ბიზნეს თუ საჯარო დაწესებულებების ვებ პორტალებზე სხვადასხვა ფორმით არის განთავსებული. მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისაგან განსხვავებით, საშუალო და მცირე ბიზნესს საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება სასურველი ინფორმაციის, საჭირო ფორმატით მოსაპოვებლად.

მაგალითისთვის, თუ ხარ მეწარმე და გსურს ბაზრის პოტენციალის შესწავლა ან/და იმპორტიორ ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის კატეგორიის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მოგიწევს შემდეგი: ა. შემოსავლების სამსახურის ვებგვერზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის გადმოტვირთვა; ბ. დიდი მოცულობის მონაცემებში გარკვევა; გ. სასაქონლო (NACE) კოდის შესაბამისობის დადგენა სასურველ კატეგორიასთან მიმართებაში; დ. ყოველთვიური მონაცემების დამუშავება ისტორიული დინამიკის სანახავად და ა.შ.  მონაცემების მოპოვებისას ჩვენც მსგავს გამოწვევებს ვაწყდებოდით, ამიტომ დავინახეთ საჭიროება, დავხმარებოდით ბიზნეს წარმომადგენლებს. ჩვენ შევძელით სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა და უზრუნველვყავით მათი ინტერაქტიულობა, რათა თითოეული მონაცემი მარტივად ხელმისაწვდომი და გამოყენებადი გაგვეხადა.

რით განსხვავდება Bihub.ge სხვა მსგავსი პლატფორმებისგან?

Bihub.ge გამოირჩევა საკმაოდ მრავალფეროვანი ფუნქციონალით, რომლის დიდი ნაწილიც უპრეცედენტოა სხვა პლატფორმებთან შედარებით, გამოვარჩევდი რამოდენიმეს:

მარტივად ხელმისაწვდომი მონაცემები – მულტიწყაროდან და დიდი მოცულობის მონაცემების ერთ სივრცეში (ერთი ფანჯრის პრინციპი) გაერთიანება;

Actinable Data – მრავალფეროვანი მონაცემების მარტივი შეკავშირება, რაც აადვილებს საინტერესო მიგნებების (insights) აღმოჩენას;

Live ანალიტიკა –  მულტიწყაროდან შეგროვებული ინფორმაციის სწრაფი და ოპერატიული დამუშავება  და ავტომატური განახლება;

 ინტერაქტიული „ინტერფეისი“ – სისტემა დაფუძნებულია თვითმომსახურების (Self Service) პრინციპზე და ინფორმაციის მოძიებისათვის სტატიკური რეპორტების ნაცვლად გამოიყენება დინამიური და ინტერაქტიული „დეშბორდები“, რაც მომხმარებელს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის სწრაფად და დამოუკიდებლად მიღებაში ეხმარება;

Lead with Data და მონაცემების დემოკრატიზაცია – პლატფორმა იმდენად ინტუიტიურია რომ სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე თანამშრომელს, ანალიტიკოსს, მენეჯერს თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანს.

ვინ შეძლებს Bihub.ge-თ სარგებლობას?

Bihub.ge არის იმდენად ინტუიტიური ანალიტიკური პლატფორმა, რომ ნებისმიერი  რგოლის მენეჯერი, ანალიტიკოსი და უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი შეძლებს სარგებლობას. სისტემა დაფუძნებულია თვითმომსახურების პრინციპზე (Self Service), რაც საგრძნობლად ამარტივებს სასურველი მონაცემების მოძიებას.

ამ ეტაპზე რა მონაცემებია განთავსებული პლატფორმაზე?

ამ მომენტისათვის, პლატფორმაზე  შესაძლებელია იხილოთ რამოდენიმე ინტერაქტიული „დეშბორდი“. რომლებითაც შესაძლებელია შემდეგი თემების ანალიტიკა: იმპორტ-ექსპორტის ანალიტიკა, სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერები, დაზღვევის ანალიტიკა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, Covid19 მსოფლიოში, საქართველოს ავტოპარკის სტატისტიკა და რაც მთვარია, 25000 მეტი ქართული კომპანიების „ფინანსური“ უწყისები და მაჩვენებლები.

რა ტიპის ინფორმაციის დამატებას გეგმავთ ახლო მომავალში?

Qlik-ის ანალიტიკოსები დაუღალავად მუშაობენ ახალ და ახალ  მიმართულებებზე, რომ მუდმივად საინტერესო იყოს მომხარებლებისთვის პლატფორმა და რომლებიც უახლოეს მომავალში დაემატება Bihub.ge-ზე. ახალი ინფორმაციის დამატების შესახებ კი შეიტყობთ ჩვენი Facebook გვერდის დახმარებით.

აღსანიშნავია, რომ NGT ჯგუფი უკვე 5 წელია Qlik-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. ამ პერიოდის მანძილზე წარმატებით განხორციელდა 30-ზე მეტი პროექტი და გაეშვა 100-ზე მეტი საპილოტე პროგრამა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„საქართველოს ბანკი“, მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებაზე, Salesforce-სთან ერთად იზრუნებს

“მათთვის, ვინც ეძებს პიროვნული განვითარების შემდეგ ეტაპს” – LEO ინსტიტუტის სემინარი