in

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია? – ქართულმა ბიზნესმა ფოტო გადაიღო

წარმოიდგინეთ სიტუაცია, მთელი ქართული ბიზნეს სექტორი ერთი დიდი ჯგუფური ფოტოს გადასაღებად ემზადება, დღეს დიდი დღეა! თითოეულ კომპანია თავისი დირექტორით და მასთან დაახლოებული 5 ადამიანითაა წარმოდგენილი, (დეპ.უფროსები) ფოტოგრაფი უშედეგოდ ცდილობს მოფუსფუსე ადამიანების ყურადღების მოპოვებას. “ხალხო, მეც ჩემი საქმე მაქვს გამოიხედეთ სეი ჩიიიზ და თბილი ფოტოც მზადაა, რა დაგემართათ!” გაჰკივის ფოტოგრაფი, მაგრამ მისი ხმა ვერ აღემატება ბიზნესექტორიდან წამოსულ “ვაიბერ,ვოთსაფ, ფეისბუქ ნოთიფიქეიშენ, ხო გელა შენი ჭირიმე,ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ” -ს ხმას… ბოლოს ერთი ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ამავდროულად “უცხოელიცაა” (იევროპელი ვერაა) იჩენს ინიციატივას ” Guys, Please! Stop and lets take a pic” ძნელია არ დადუმდე/დამუნჯდე, როცა ქვეყანაში “უცხოეთიდან” მოსული ბიზნესმენი ამისკენ მოგიწოდებს, ჰოდა მთელი ბიზნეს სექტორი დადუმდა, შედეგით კმაყოფილმა “უცხოელმა” მის ირგვლივ მოკრებილ ახალგაზრდა ქათველ გოგო/ბიჭებს გადახედა და თვალით იმაზე მეტი უთხრა ვიდრე ენით ეტყოდა.(ფირმენნი თვალები, უცხოური)

ფოტო

ფოტოგრაფი გაოცებული დარჩა, მის ობიექტივში გადაშლილიყო ქართული ბიზნეს სექტორი, დადუმებული სი ი იოებით და კიდევ უფრო დამუნჯებული სი ი ო-ების თანმხლები პირებით. ფოტოგრაფი შავი ნაჭრის ქვეშ შეძვრა, ხელში “კლიზმა” მოიმარჯვა და პირველი ფოტოც გადაიღო…

ახლა ყველა ფოტოგრაფს მისჩერებია, რომელიც თავისმხრივ ფოტოს შეჰყურებს და არაფერს ამბობს.. ბოლოს ერთ-ერთი გაბედული “გრუზინი” ბიზნესმენი ზაზა ვარლამოვიჩი იღებს ინიციატივას. ზაზა აწ უკვე გამოცდილი მშენებელი, ქვეყანაში შაქრის შემომტანი, ვუკლანიზაციების ქსელის მეპატრონეა, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფო სამსახურებში, კარგი კონტაქტები და მოკლედ “არ ეშლება”

ზაზა

ზაზა: რა იყო შვილო ჩემო, რას გაჩუმებულხარ, შენ ბიზნეს სექტორის ფოტოს გადაღება ლობიოობა ხომ არ გგონია?
ფოტოგრაფი: არა ბატონო ზაზა, ცუდი ფოტო გამოვიდა, არავინ იღიმება ფოტოზე. კამერაში მხოლოდ სი ი ოები იხედებიან, მათი თანამშრომლები კი სი ი ოებს მისჩერებიან..
ზაზა: ახლა შენ მთელი ქართული ბიზნეს მოდელის შეცვლა მოინდომე და ქართველობის წართმევა, ეს გიქნათ ევროპამ. ღიმილზე გეთანხმები, აუცილებლად უნდა ჩანდეს.

ზაზა შემოტრიალდა, თვალი შეავლო კალათბურთის დარბაზის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გადაჭიმულ ქართულ ბიზნესსექტორს, შემდეგ მზერა სიცარიელეს შეატოვა (მოტივით: მეთი დამაჯერებლობისთვის, მოსაუბრეს და ადრესატს არ უნდა უყურო) და თქვა: “ფოტოგრაფი ამბობს, ცუდი ფოტოაო, მე ვეთანხმები.. არავინ იცინის და მეტი ღიმილია საჭირო.

ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ქართული ბიზნეს სექტორი, კომპანიების Facebook გვერდებზე ამინდის და ვალუტის კურსის პარალელურად დაიწერა #ცუდი #ფოტოაო #ვარლამოვიჩი #უცხოელი #ბიზნესმენი.

გამოსავლის ძიებაში აყაყანდა ბიზნეს სექტორი, ერთი ადამიანის წარმოთქმულ იდეაზე მეორე პასუხობდა რომ “ააა ეგ მეც ვიფიქრე/ მეც ეგ იდეა მქონდა” (Who knows მანამდე რატომ არ თქვა. თან აღიარება რომ შენ ჩემზე უკეთესი მოიფიქრე ტეხავს. ხომ გესმით.) ბევრი იდეა დაიწუნეს და შემდეგ “განახლებული” სიტყვებით იგივე იდეა სხვისგან წარმოთქმული მოიწონეს, ესეც ჩვენი უნიკალური უნარია. გუგლიც არ დაივიწყეს და იმ დღის საძიებო ფრაზა How to take group photos with smile- იყო.

დრო გადიოდა, გამოსავალი კი არ ჩანდა, სულ დაივიწყეს რომ შეხვედრას საქართველოში აქტიურად მოღვაწე უცხოელი ინვესტორებიც ესწრებოდნენ, უცხოელები: ძალიან აქტიურობდნენ ინიციატივებით, ეს დიდ ბარიერს უქმნიდა ქართველ სი ი ოებს, რადგან მათთან შეკამათებისას გატეხილ სახელს და შერცხვენას ისევ თავის გატეხვა ერჩიათ. ბოლოს ერთმა გაბედულმა ქართველმა მეღვინემ “პაპად” ცნობილმა დაარღვია სიჩუმე, “ერთი ამათი ჩამომთრევი დედაი კი მა*)(*)(ო” თქვა უცხოელების მისამართით, რასაც სი ი იოები და მათი თანხმლები დეპარატემენტების უფროსები სიცილით შეხვდნენ. სიტყვა ძია კაცს დაუთმეს, რომელიც ზაზა ვარლამოვიჩის ე.წ გამზრდელი/გზაზე დამყენებელიც იყო, ბოლოს ღვინისთვის შაქარს სწორედ ზაზა აწვდიდა.

old-man

პაპა ქართულ საზოგადოებას ღონისძიება Darklight-იდან კარგად ახსოვს, სწორედ ის გახდა ყრილობის რჩეული თემით “არა ევროპა, ამერიკა, აზია-ს, არა მარკეტინგულ ხრიკ/ოინებს! ქართული ღვინო სულ ფსელი რომ იყოს, გაუშვი ბოცაში, დააწერე ქართულიაო და სვამენ რუსები, უყვართ რუსებს ჩვენი ღვინო”.

პაპამ- თქვა : მოდით ყველა ნაჩალნიკმა თქვენ ხუთ კაციან ჯგუფში სასაცილო ისტორია მოყევით, თქვენ ხუმრობაზე თანამშრომლები გაიცინებენ და ფოტოც კარგი გამოვაო..

“პაპას” იდეა ყველას მოეწონა, სი ი იოებმა გაღიმებული სახეებით დაიწყეს ამბის მოყოლა და ზუსტად 1 წუთში ახორხოცდა დარბაზი. (ხორხოცი – როდესაც ინდივიდი მისი უფროსის მონათხრობს ისმენს და ვალდებულია გაიცინოს/იხორხოცოს, ხორხოცი 20-40 წამი უნდა გაგრძელდეს, ამის შემდეგ შესაძლებელია უფროსს უთხრა “ჩაგეთვალა” “კაი იყო” “აუუ ძაან მაგარია” ან გაიმეოროთ ციტატა მონათხრობიდან)

მეორედ გაისმა ფოტოაპარატის ჩხაკუნი, ჩიტი არ გამოფრენილა, მაგრამ ძალიან თბილი ფოტო გამოვიდა, ფოტოგრაფიც კმაყოფილი დარჩა.

დამსწრეთა 85%-მა დავალებას წარმატებით გაართვა თავი, შესაბამისად ფოტოზე იღიმის. 7%-ის განცხადებით ეცინებოდათ,მაგრამ კომპანიის შიდა რეგულაცია უკრძალავს ღიმილს მეილში,ფოტოზე და ზოგადად ცხოვრებაში. გასასვლელში ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა, რომელშიც ყველა სი ი ო-მ მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა რომ სი ი ო-ების 97%-მა სასაცილო ამბავი თავიანთ კონკურენტზე მოყვა. მონაცემების შედარებით აღმოჩნდა რომ თითოეულ სექტორში მოღვაწე კომპანია თავისივე კონკურენტზე ყვებოდა ამბავს და “ხორხოცებდა”. კვლევის ბოლო კითხვაზე “რამდენად რეალური და სიმართლესთან შესაბამისი იყო თქვენს მიერ მოყოლილი ისტორია” რესპოდენტთა მხოლოდ 7%-მა თქვა რომ ისტორია ეფუძნება ნამდვილ ამბავს ან გულწრფელ მოსაზრებას.

პს. საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად ჩატარდება და მოხდება ფოტო ბანკის შექმნა.

პპს. თუ ამ ისტორიიდან ვერაფერი გაიგეთ ეცადეთ გრამატიკულ/სტილისტური შეცდომები მაინც გაასწოროთ. ან შეცვალეთ სურათი.

უცნობი და ფოტოტოგრაფის უკან მდგომი ავტორი.

Kazantip Republic – რეალობის რეალური ალტერნატივა! – პრომო

რა ჰქვია ჩვენს ლუდს? თვითირონია და ქუჩის ექსპერიმენტი თბილისში