საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეპიდსიტუაციის დასარეგულირებლად, შეზღუდვების ორთვიანი გეგმა წარადგინა. ჩვენ უკვე გაგაცანით, რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან 2 თებერვლამდე. ახლა კი, გამცნობთ, რა შეღავათებია გათვალისწინებული ბიზნეს სექტორთან მიმართებაში:
- საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება, 1500 ლარამდე ხელფასების მქონე თანამშრომლებისთვის, 750 ლარით მოხდება. ეს შეღავათი ბიზნესებისთვის გაზაფხულიდან გააქტიურდა, 6 თვით და ის მომდევნო 6 თვის განმავლობაშიც იმოქმედებს.
- ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის, 2021 წლის განმავლობაში, ქონების გადასახადი გაუქმდება.
- ყველა იმ სარესტორნო დაწესებულებას ან კომპანიას, რომელსაც გააჩნია საბანკო-სასესხო ვალდებულება, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს.