1888: L.Vuitton Registered Trademark
Due to the increasing amount of counterfeit of the brand, Vuitton created the Damier Canvas pattern, which bore a logo that reads “marque L. Vuitton déposée“, which translates into “L. Vuitton registered trademark”.
რეგისტრაცია
თანამედროვე სამყაროში რთულია ბიზნესის წარმოდგენა სასაქონლო ნიშნის გარეშე. ხშირ შემთხვევაში, სასაქონლო ნიშანი თავად გვევლინება ბიზნესის წარმატების პირობად. მოდის ინდუსტრიაში წარმატებული ისტორიების დიდი ნაწილი სწორედ იმ სასაქონლო ნიშნებთან ასოცირდება, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ან სულაც ომამდე დარეგისტრირდა.
დღეს, გლობალური ეკონომიკისა და უსაზღვრო ბაზრის პირობებში, სასაქონლო ნიშნის მხოლოდ ეროვნულ დონეზე დაცვა, ხშირ შემთხვევებში, არ არის საკმარისი.
რეკომენდებულია, ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაცია. საერთაშორისო რეგისტრაციის დროს ხდება არა მხოლოდ კონკრეტული სივრცის სასაქონლო ნიშნების გამოკვლევა, სადაც ნიშანი უნდა დარეგისტრირდეს, არამედ, ასევე, ამავე სივრცეში მოთამაშე ბიზნეს სუბიექტების ბრენდების კვლევა და ანალიზი, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი თანხვედრა, როგორც უკვე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებთან, ისე საყოველთაოდ ცნობილ ნიშნებთან და საწარმოთა საფირმო სახელწოდებებთან. ამ პროცესში აუცილებელია, სათანადოდ დამუშავდეს როგორც „უცხო“ ქვეყნის სასაქონლო ნიშნისთვის რეგისტრაციის პროცედურული საკითხები, ისე კანონმდებლობა სასაქონლო ნიშნების შესახებ.

„ქროსთის“ ბრენდის ისტორია სათავეს საქართველოში იღებს. ახალგაზრდა ძმებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ კედები თავისუფლებისთვის. დღეს, „ქროსთის“ ნიშნით კედების მომხმარებელი მსოფლიოს მოქალაქეა. „ქროსთის“ სასაქონლო ნიშანი კი რეგისტრირებულია როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს საპასუხისმგებლო გზა „ქროსთიმ“ იურიდიული კომპანია „ბი ეს ეიჩ“-თან ერთად გაიარა. 
ხშირად შეხვდებით საუკეთესო ბრენდების მიმსგავსებულ მაგალითებს, ეგრეთ წოდებულ კონტრაფაქციულ პროდუქტებს. ბოლო წლებში, ქართულ ბაზარზე „ქროსთის“ მიმსგავსებული კონტრაფაქციული პროდუქტი გამოჩნდა. „ქროსთისა“ და იურიდიული კომპანია „ბი ეს ეიჩ“-ის თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც წარმატებულია.
იურიდიული კომპანია „ბი ეს ეიჩ“-ის იურისტი, ადვოკატი გიორგი ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ „სასაქონლო ნიშნის ღირებულებას ისე არაფერი ზრდის, როგორც კონტრაფაქციულ პროდუქტთან ბრძოლა. ეროვნული ბაზრის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა “CROSTY”-ის სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებული კონტრაფაქციული ფეხსაცმელი. მოხდა სამართალდამრღვევთა სანქცირება. კონტრაფაქციასთან ბრძოლა ე.წ. „რეიდების“ საშუალებით, ერთგვარ „თვითდახმარებას“ წარმოადგენს საკუთარი კომპანიისა და სასაქონლო ნიშნის ეკონომიკური ღირებულების შესანარჩუნებლად, და რაც მთავარია, მომხმარებელთა დასაცავად, რათა არ მოხდეს მათი შეცდომაში შეყვანა.“
სრულად სასაქონლო ნიშნის ეკონომიკურ მნიშვნელობასა და დაცვაზე შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას „სასაქონლო ნიშნის დაცვის ეკონომიკური მნიშვნელობა“ გიორგი ჟორჟოლიანის, ნიკოლოზ შეყილაძის და ქეთევან ბუაძის ავტორობით „შედარებითი სამართლის ქართულ – გერმანულ ჟურნალში“. შეგახსენებთ, რომ ჟურნალი იქმნება გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით, იურიდიული კომპანია „ბი ეს ეიჩ“-ის კოლაბორაციის ფარგლებში, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტთან და მის ბაზაზე.
#BSHLawoffice
[პარტნიორის კონტენტი]











