in

როგორ მოვიქცეთ, თუკი ბიზნესს ზაფხულში ვიწყებთ?

ზაფხულში ბიზნესის გაძღოლა სულაც არ არის აუცილებელი, რომ რთული იყოს. ბოლოს და ბოლოს, ბოსი ხომ თქვენ ხართ და წესებსაც თქვენ ადგენთ. შეგიძლიათ მათგან ისწავლოთ, ვისაც უკვე აქვს გამოცდილება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დააწესეთ მომხმარებლისთვის მიმზიდველი ფასი

8 წლის ჰავანა მარტინმა სან-დიეგოში ძაღლების გასასეირნებელი კლუბი გახსნა, რათა საკუთარი ძაღლის საყიდლად შეეგროვებინა ფული. ამ მიზნით, მან საზაფხულო ბიზნესი დაიწყო და ფასწარმოქმნაშიც გაერკვია, რათა მომხმარებლები მიეზიდა. მას არ სურდა ძვირიანი სერვისები ჰქონოდა. თვლიდა, რომ თავდაპირველად მეტისმეტად ძვირის დაფასება არ ღირს, რადგან ასე უფრო ადვილია მომხმარებლების პოვნა. პირველი კლიენტებისთვის ის ნახევარ ფასად აწვდიდა მომსახურებას.

დაიწყეთ მარკეტინგი, რაც შეიძლება, ადრე

არასოდესაა ადრე საკუთარი ბიზნესის შესახებ ხმების გავრცელება. 16 წლის სოფია რენალსს, ჯორჯიის შტატიდან, საზაფხულო საცხობი ბანაკი აქვს, სადაც სტუდენტები ყოველდღიურად ამზადებენ აპეტაიზერებს, ძირითად კერძებსა და დესერტებს. ერთხელაც, სოფიამ შეცდომა დაუშვა და არ სცადა ბიზნესის რეკლამა, ზაფხულის დაწყებამდე. ბაკანი ნელა გაივსო, რადგან მშობლებს უკვე ჰქონდათ დაგეგმილი აქტივობები ბავშვებისთვის.

გქონდეთ სარეზერვო ბიუჯეტი

ჰავანას 9 წლის ძმა – კირან მარტინი საკუთარ საქმეს მართავს, სახელწოდებით Casa Verde Candles. ის ხელნაკეთ სანთლებს ყიდის და ზაფხულში ვებგვერდის გახსნას გეგმავს. სანთლების დასამზადებლად საჭირო მასალებს დედამისი კირანის ფულით უკვეთავდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სასწორზე თქვენი ფული დევს, გირჩევთ შექმნათ ფინანსური „ბალიში“, იმ შემთხვევისთვის, თუკი იდეა არ გაამართლებს.

გაიცანით ხალხი ოჯახს გარეთ

16 წლის ნორა კოლბი სენდი ჰუკში ცხოვრობს. მას საცურაო დაფები აქვს, რომელთა დიზაინიც, სასკოლო პროექტის ფარგლებში, თავად შექმნა. შემდეგ, ეს იდეა კონექტიკუტის საშტატო ღონისძიებაზე წარადგინა და პროტოტიპების გასაკეთებლად $12 000 მმიიღო. 2020 წელს, Kickstarter-ზე კამპანია წამოიწყო, რათა წარმოების ფული შეეგროვებინა. დაფებს ის Amazon-ზე ყიდის და ამ დროისთვის, $96 000-იანი შემოსავალი მიიღო. ის ანტრეპრენერებს ურჩევს, გავიდნენ კომფორტის ზონიდან და არ შეეშინდეთ უფროსებისთვის დახმარების თხოვნის. ნორას თქმით, მას ეხმარებოდნენ კონკურსის მსაჯები, ცურვის ინსტრუქტორები, საპატენტო ბიუროს თანამშრომლები და სხვა უამრავი ადამიანი.

 

წყარო: inc.



ქართული პროექტი “სიზმრების რუკა” – როგორ სიზმარს ხედავს სხვადასხვა ქალაქი?

„საქმეში ჩადებული შრომა და სიყვარული არ იკარგება“ – რეზო შელია