in ,

”პორტალის შექმნის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებაა”

Startauperi
Startauperi

TBC ბანკი მომხმარებლებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო ვებ-გვერდს სთავაზობს. მათი თქმით, პორტალის შექმნის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებაა.

tbc-business-support-520x245

მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების განყოფილების უფროსი თამუნა ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ Tbcbusiness განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე შემდგარი ბიზნესმენებისთვის. პლატფორმა საერთაშორისოა და მას 40 ქვეყანაში 20 000 000 მომხმარებელი ჰყავს. მისი თქმით, ყველა ის საბაზისო ინფორმაცია და ინსტრუმენტია თავმოყრილი, რომელიც დაინტერესებულ პირებს ბიზნესის დაწყებაში ან მისი წარმატებით მართვასა და განვითარებაში დაეხმარება.

www.tbcbusiness.ge ღია და უფასო ელექტრონული პლატფორმაა და მასზე წვდომის უფლება ყველა დაინტერესებულ პირს აქვს. პორტალზე განთავსებულია სტატიები ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის შესახებ; ბალანსის, მოგება-ზარალის, ფულის მოძრაობის უწყების შაბლონები, გასაუბრების სცენარისა და იჯარის ხელშეკრულების შაბლონები.

ვებ-გვერდზე არის ვიდეო გაკვეთილები და შემეცნებითი აპლიკაციები; მათ კი, ვისაც იურიდიულ, საგადასახადო და ფინანსურ საკითხებზე ექნებათ შეკითხვები, პასუხებს ექსპერტებისაგან მიიღებენ ან დარეგისტრირდებიან TBC-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე”.

თამუნა ჟიჟილაშვილის თქმით, პორტალის შექმნის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება, მათი ზრდა და განვითარებაა. ამბობს, რომ ამ პლატფორმის სახით TBC ბანკის წარმომადგენლებს სურთ შექმნან რესურსი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მისცემს შანსს უფასოდ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, გამოიყენონ მზა ბიზნეს ფორმები, მიიღონ კითხვებზე პასუხები ექსპერტებისგან და ა.შ.

TBC ბანკში ამბობენ, რომ პორტალზე სტატიები სხვა მიმართულებითაც დაემატება, მათ შორის იქნება სოციალურ მედია მარკეტინგის შესახებ. ”განთავსდება ვიდეო სემინარები სხვა და სხვა სპიკერების მონაწილეობით.

ასევე, ვიდეო აპლიკაციები, რომელიც გასართობი და ინტერაქტიული ანიმაციაა და მარტივ ენაზე გადმოსცემს, მაგალითად, რა არის მოგება-ზარალის უწყისი, ფულის მოძრაობის ანგარიშგება და ა.შ., ხელშეკრულების შაბლონები (იჯარა, ნასყიდობა, შრომის და ა.შ)

http://www.youtube.com/watch?v=gsZvi8GqLRE

მითიური იანუსი და ქართული მარკეტინგის ორი სახე

Orange Santa 2014 – ამოჭრილი სცენა