in

ანტრეპრენუარ ქალებს მამაკაცებზე 28%-ით ნაკლები ანაზღაურება აქვთ

თუ ქალი ანტრეპრენუარი ან სოლოპრენუარი (ადამიანი, რომელიც მარტო ქმნის კომპანიას, დამოუკიდებლად იწყებს ბიზნესს) ხართ, დიდი შანსია, საკუთარ თავს იმაზე გაცილებით ნაკლები ანაზღაურება დაუნიშნოთ, ვიდრე სტატუსით თქვენი თანასწორი მამაკაცი აიღებდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ეს დადასტურებული თეორიაა. კომპანია FreshBooks-ის კვლევაში 2 700 ქალი მონაწილეობდა. გამოკითხეს ანტრეპრენუარები და ჩვეულებრივი, დაქირავებული თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ ქალებს 28%-ით ნაკლებ ანაზღაურებას აძლევენ, ვიდრე მამაკაცებს. ასეა კომპანიაში მომუშავე და თვითდასაქმებულთა შემთხვევაში. როგორც წესი, ქალები, ბიზნესს დაბალშემოსავლიანი  საქმით იწყებენ – სახლის დალაგება, „ქათერინგი“ ან ბავშვების მოვლა. სხვაობა ანაზღაურებას შორის მაშინაცაა, როცა ქალი და მამაკაცი ანტრეპრენუარები ერთ ინდუსტრიაში მოღვაწეობენ და ერთსადაიმავე საქმეს აკეთებენ.

სიტუაციას კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის ფაქტი, რომ ანტრეპრენუარ ქალთა 70%, ამ პირობებშიც კი, ხშირად გამხდარა გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი. ამის მიუხედავად, თითქმის, 2/3 ამბობს, რომ კარიერაში ყველა მიზანს მას შემდეგ მიაღწიეს, რაც სამსახურიდან წამოვიდნენ და საკუთარი კომპანია შექმნეს. 52%-ის აზრით, სხვა დამქირავებელთან მუშაობისას, შეუძლებელია, ადამიანმა სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.

და, მაინც რატომ არის განსხვავება ანაზღაურებაში გენდერული ნიშნის მიხედვით? მეწარმე ქალები საკუთარ თავს უთანასწორო პირობებში, ხშირად, თავად აყენებენ და ამის მთავარი მიზეზი მომხმარებელია. ფიქრობენ, რას იტყვის ამ დროს დამკვეთი, საზოგადოება. კვლევისთვის გამოკითხულთა 1/5-ის თქმით, გაცილებით მეტი შრომა სჭირდებათ, ვიდრე კოლეგა მამაკაცებს, რომ პოტენციური კლიენტის გული მოიგონ და თანამშრომლობაზე დაითანხმონ. 30%-ის აზრით, მათ იმდენად სერიოზულად არ აღიქვამენ, როგორც კაც ანტრეპრენუარებს. გამოკითხულთა 2% ამბობს, რომ, ერთსა და იმავე ინდუსტრიაში, ისედაც ბევრად მეტი მუშაობა უწევთ. 25%-ის აზრით, ქალი ანტრეპრენუარები ნაკლებ ანაზღაურებას ოჯახზე ზრუნვისა და სამსახურის შეთავსების გამო იღებენ. ანუ, მიიჩნევა, რომ ამ დროს ბოლომდე არ იხარჯებიან და საქმეს ყურადღებას აკლებენ.

არათანაბარი ანაზღაურების პრობლემა გლობალურია. ამის მიუხედავად, კვლევისას გამოკითხულ ქალთა 78% ამბობს, რომ საკუთრი კომპანიის შექმნის გამო, ძალიან ბედნიერები არიან. მათგან 90%-ის აზრით, სამსახურიდან წამოსვლა და ანტრეპრენუარობა, არჩევანი კი არა, აუცილებლობაა. 6 %-ს საერთოდ აღარ სურს, როდესმე, ისევ დაქირავებული თანამშრომელი იყოს.

ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და დიდი მუშაობა სჭირდება, რომ ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებას შორის სხვაობა აღარ იყოს, რომ ანტრეპრენუარ თუ რომელიმე კომპანიაში დასაქმებულ ქალებს მოტივაცია ჰქონდეთ.

როცა ანტრეპრენუარი ხარ, საერთოდ არ გჭირდება, უფროსს დაწინაურება სთხოვო, უფროსი თავად ხარ და შეგიძლია, ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებას შორის განსხვავება აღარ არსებობდეს, მომხმარებლებს კი აუხსნა, რომ იმდენი ხელფასი გექნება, რამდენსაც დაიმსახურებ. თუმცა, მანამდე, უნდა გააცნობიერო და აღიარო ეს პრობლემა, შემდეგ კი მისი გადაჭრის გზები მოიფიქრო და იმოქმედო.

წყარო: Inc.



დღის გამონათქვამები Ad Black Sea 2018-დან! – (დღე I)

ყავის ჭეშმარიტი მოყვარულის საიდუმლო! – Popradska-ს ვიდეორგოლი