in

როგორ უნდა შეარჩიონ ორგანიზაციებმა მუშაობის მოდელი?

სამუშაო მოდელს შერჩევამდე უმჯობესია განსაზღვროთ, ზუსტად რას შეუძლია თქვენი, როგორც ორგანიზაციის ზრდა

პანდემიის დაწყებიდან ორი წელი გავიდა. კომპანიებმა და ინდივიდებმა საფუძვლიანად შეძლეს სამსახურეობრივი გარემოს, მიდგომისა და ამოცანების გადაფასება. ახლა ის დროა, აღმოჩენილი ახალი შესაძლებლობების კვალდაკვალ არჩევანის გაკეთება, რომ გართულდა და ორგანიზაციებს უჭირთ ზუსტად განსაზღვრონ რომელი მოდელით სჯობს მუშაობა. სიტუაციას ის ართულებს, რომ სწორი პასუხი არ არსებობს. უფრო სწორად კი, უნივერსალური, რადგან ოფისში სიარული უფრო უპრიანია, სრულად დისტანიური რეჟიმი თუ ჰიბრიდული მოდელის შემუშავება, ყოველთვის კონკრეტული ორგანიზაციის ინტერესებზეა დამოკიდებული.

ამდენად, სამუშაო მოდელის შესარჩევად, აუცილებელია, ჯერ ორგანიზაციის საჭიროებები განისაზღვროს. ამისთვის ორი ძირითადი შეკითხვის დასმა გვმართებს:

როგორია სამომავლო ზრდის სტრატეგია?

მაგალითად, თუ ორგანიზაციის ზრდის სტრატეგია კრეატივზეა დამოკიდებული, სჯობს ადამიანებმა საკუთარი ცოდნა და თვალთახედვა, ერთმანეთს, ფიზიკურ სივრცეში გაუზიარონ. თანამშრომლების საერთო გარემოში თავმოყრა, მნიშვნელოვანი ფაქტორია იდეათა გენერირებისა და მათი განხორციელების პროცესში. თუმცა ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, საზიანო იყოს იმ შემთხვევაში, როცა კომპანიის განვითარება და სტრატეგიული მიზნების მიღწევა, თანამშრომელთა ინდივიდუალური ამოცანების ეფექტურად შესრულებაზეა დამოკიდებული. ამდენად, სანამ სამუშაო მოდელს აირჩევდეთ, უმჯობესია, განსაზღვროთ, ზუსტად რას შეუძლია თქვენი, როგორც ორგანიზაციის ზრდა უზრუნველყოს.

რა არის ორგანიზაციის ზომა, რომელიც რეალურად სჭირდება?

მცირე და მსხვილმა ორგანიზაციებმა, სხვადასხვაგვარად უნდა გააკეთონ არჩევანი სად და რა მოდელით იმუშავებენ. ერთი მხრივ, დიდ კომპანიას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა საერთო სივრცეში, ოფისში, ჰქონდეს წვდომა დიდ ტალანტსა და სამუშაო ძალაზე, მეორე მხრივ კი, რაც უფრო მასშტაბურია ადამიანური რესურსი, მით უფრო რთულდება კორდინაცია. რაც შეეხება მცირე ბიზნესს. ის შეიძლება იყოს მოხერხებული და მოქნილი, თუმცა ცოდნის გაცილებით მცირე მარაგს ფლობდეს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, აუცილებელია გააკეთოთ საკუთარი ორგანიზაციის ზუსტი აღწერა და შექმნათ რელევანტური ზომის ორგანიზმი მიზნების მიღწევის საორგანიზაციოდ. საკუთარი ზომის ცოდნა მცირე ბიზნესს საშუალებას აძლევს დიდ კომპანიად იქცეს, ხოლო მსხვილ ორგანიზაციას – დარჩეს მოქნილი, როგორც პატარა სტარტაპი.

საჭიროებების დადგენის შემდეგ, აუცილებელია, მათი სამუშაო მოდელზე თავსებადობის განსაზღვრაც. გთავაზობთ 4 სამუშაო მოდელს თავიანთი ძლიერი, სუსტი და სპეციფიკური მახასიათებლებით, რომელთა გაგებაც სამუშაო მოდელის არჩევაში დაგეხმარებათ. 

კლასიკური ოფისი

ორგანიზაციის მთავარი რესურსი ხალხია – თითოეული თანამშრომლის ტვინი ცოდნის წყაროა, რომელიც განაპირობებს საჭირო აქტივობებს და შემოქმედებით შესაძლებლობებს. ამრიგად, სამუშაო ადგილი უნდა უწყობდეს ხელს „ცოდნის რეკომბინაციას“. ეს არის პროცესი, რომელიც არსებული ცოდნის ახლებური შერწყმით ინოვაციებს ბადებს და განვითარების ტემპს მაქსიმალურად მაღალ მაჩვენებლამდე ზრდის. HBR-ის კვლევა ადგენს, რომ „ცოდნის რეკომბინაციისთვის“ საუკეთესო გზა ადამიანების ფიზიკური ერთობაა. საერთო სივრცეში შექმნილი არეულობა, შემთხვევითი შეხვედრები, მარტივი კომუნიკაცია, საერთო ტემპი, პრობლემის წინაშე ფიზიკური გაერთიანება, კორპორატიული ურთიერთობები და კლასიკური ოფისისთვის დამახასიათებელი სხვა უამრავი ფაქტორი, ადამიანური რესურსის ოპტიმალურად გამოყენების საშუალებას გვაძლევს.

თუმცა საგულისხმოა, რომ თანამშრომლების ერთ სივრცეში თავმოყრა, შესაძლოა ორგანიზაციისთვის საზიანოც აღმოჩნდეს თუ ადამიანური რესურსის ეფექტურ კორდინაციას ვერ უზრუნველყოფს.

ჰიბრიდული რეჟიმი, მოქნილი პირობებით

თანამშრომლებს უნდა მისცეთ შესაძლებლობა იყვნენ იქ, სადაც ისინი ყველაზე პროდუქტიულები არიან. სამსახურში მუდმივმა შეფერხებებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს პროდუქტიულობაზე – შექმნას განცდა (და რეალობა), რომ ძალიან ბევრი საქმე გაქვთ და მოცემული დრო არ არის საკმარისი ამის გასაკეთებლად. ამდენად, ეფექტური მუშაობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო დროის სტრუქტურირება თანამშრომლებს დამოუკიდებლად შეეძლოთ. ამის გასაკეთებლად საუკეთესო ადგილი ყოველთვის ოფისი არ არის. ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის დიდი უპირატესობა ისაა, რომ ერთი მხრივ, პროდუქტიულობაზე უარყოფით გავლენას „Zoom-ის დაღლილობა“ არ ახდენს, მეორე მხრივ კი, თითოეული თანამშრომელი თავადვე განსაზღვრავს საუკეთესო სამუშაო გარემოს. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს სახლი, ზოგისთვის კაფე, იქნებ შთაგონება მთების სიმშვიდეში ან ტროპიკულ კუნძულზეც იპოვოთ. ასე რომ, თანამშრომლებისთვის დისტანციური სივრცის მიცემა, სულ მცირე, გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ჰიბრიდულ მოქნილ რეჟიმს რამდენიმე დამატებით პლუსიც აქვს. ასე, ორგანიზაცია ზოგავს უძრავი ქონების ხარჯებს, ხოლო ინდივიდი მგზავრობის დროს, რაც კვლევების მიხედვით ზრდის მათ პროდუქტიულობას.

ერთობლივი სამუშაო გარემო

ორგანიზაციამ უნდა შეძლოს სივრცის შექმნა, სადაც თანამშრომლები გადაადგილებიან ისე, რომ სწორი ადამიანები თავს ერთად იყრიდნენ. ოფისის სწორი არქიტექტურა ხელს უწყობს სოციალურ ინტერაქციას, სადაც ინდივიდებს შეუძლიათ ინფორმაციის გაცვლა. HBR-ის კვლევით დგინდება, რომ ძალიან მოკლე დისტანციები განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ამას შეუძლია ფუნქციურად დააახლოვოს ადამიანები, მაშინაც კი, თუ ისინი, დღის განმავლობაში ოფისის სხვადასხვა კუთხეში მუშაობენ. ერთობლივ სივრცეში მუშაობა ეხმარება მცირე ბიზნესსა და სტარტაპებს მცირე ცოდნისა და გამოცდილების პირობებში, განვითარების მაღალ ტემპს მიაღწიოს. თუმცა აუცილებელია, მუდამ გახსოდეთ, რომ თანამშრომლებს სჭირდებათ პირადი სივრცე და სრულიად ღია ოფისის დიზაინი, შესაძლოა, კონტრპროდუქტიულიც აღმოჩნდეს.

სრულად დისტანციური

HBR-ის კვლევა სრულად დისტანციური რეჟიმის ბევრ უარყოფით მხარეს ადასტურებს. თუმცა მიუხედავად ამისა, ასეთ მოდელს თავისი დიდი უპირატესობები აქვს მაშინ, როცა მისი გამოყენება საჭირო დროსა და ადგილზე ხდება. სრულად დისტანციურ რეჟიმს შეუძლია ორგანიზაცია გაათავისუფლოს 4 კედლის საპყრობილედან და მისცეს შესაძლებლობა აითვისოს გაცილებით მეტი რესურსი. მაგალითად, სივრცე არ არის დაბრკოლება –  მისვლა-მოსვლა, მისვლა-მოსვლა – სამსახური-სახლი, სამსახური-სახლი, სამსახური-სახლი და ბოლოს, შეიძლება თქვენი მანქანაც დაიღალოს ასეთი ერთფეროვნებით. ნაცვლად ამისა, დისტანციური მუშაობის პირობებში, გუნდებს საქმის ორკესტრირებულად წარმოება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლიათ. ასეთ რეჟიმში, კორდინირება ვირტუალურ სივრცეში ხდება, რაც დროის რესურსსაც გაცილებით ეფექტურად იყენებს. გარდა ამისა, თუ კომპანია ორიენტირებულია ინდივიდუალური ამოცანების მაქსიმალურად ეფექტურად შესრულებაზე, თანამშრომელი დისტანციურად სჯობს, თანამშრომელს ოფისში. საბოლოოდ, დისტანციური მუშაობის სრული უგულებელყოფა ან ბოლომდე მასზე გადართვა, ხშირად, არაეფექტურია. ეს არის სამუშაო მოდელი, რომელიც ყველაზე მეტადაა დამოკიდებული ორგანიზაციის სიდიდეზე, მისი საქმის სპეციფიკასა და ინტერესებზე.

 

წყარო: HBR



ადამიანი, რომელმაც უნაყოფო მიწა ტყედ გადააქცია

“ვაზისუბნის მამულის” ღვინის ახალი ხაზი — Estate Collection