17
Dec
2019

ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია!

17 Dec 2019

ბიზნესდაჯილდოება 2019-მა გამარჯვებულები დაასახელა. 364 აპლიკანტიდან, დამოუკიდებელმა კომისიამ გამარჯვებულები ექვს სხვადასხვა კატეგორიაში დაასახელა. ეს იყო შემდეგი ნომინაციები: საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის, თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის, საუკეთესო ინოვაციებისთვის, საუკეთესო სტარტაპისთვის, სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

გაგაცნობთ გამარჯვებულთა ვინაობას:

წლის პროდუქტი – Soplidan.ge

საუკეთესო ინოვაცია – “ველი”

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა – პლასტიკვოჩერ.ჯი

თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვა – “მიკროგრინი”

საუკეთესო სტარტაპი – “პროფი”

სფეროში შეტანილი წვლილი – ბიზნეს სკოლა ESM

#გააზიარეწარმატება – ამ სლოგანით, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, უკვე მეოთხე წელია იმართება. ბიზნესდაჯილდოების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელებისა და მედიის მეშვეობით მთელ საქართველოს გაუზიარონ.

განხილვა