in

Busy Simulator ონლაინ შეხვედრებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ!

ეს ყალბი შეტყობინებების პროვოცირებითაა შესაძლებელი

veon
veon

Busy Simulator (BS) მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეხვედრიდან თავის დაღწევის მიზნით, სიმულაციური შეტყობინებები გამოიყენონ. Zoom-ისგან თუ სხვა მსგავსი პლატფორმებისგან გადაღლა რეალურია… ადამიანები დაიღალნენ უამრავი ონლაინ შეხვედრით.

ამ პრობლემის შესამსუბუქებლად, კრეატიულმა დირექტორმა და ტექნოლოგმა ბრაიან მურმა ეს ვებ-აპლიკაცია შექმნა — მისი მეშვეობით, ყალბი, განმეორებითი შეტყობინებების პროვოცირებაა შესაძლებელი.

ახალი აპლიკაცია Zoom Escaper-ის მსგავსი ინსტრუმენტია, რომელიც შეხვედრებს მშენებლობის, ბავშვის ტირილის ან რაიმე სხვა ტიპის ხმით წყვეტს. ახლა კი ამ ხმების ჩამონათვალს ისეთი აპლიკაციების შეტყობინებების ხმები ემატება, როგორიცაა Slack, Microsoft Teams, Google Calendar, Discord, Outlook და სხვ.

Hyundai-ს ახალი რობოტი ნებისმიერი ნივთის ტრანსპორტირებაში დაგეხმარებათ

რატომ ვარიდებთ თავს ფსიქოლოგთან სიარულს?