in

ბუტიკურ კომპლექსში ცხოვრების 5 უპირატესობა: რას ეძებს თანამედროვე მყიდველი დღეს?

თბილისში საცხოვრებელი ტენდენციები სწრაფად იცვლება – მასიური და გადატვირთული კომპლექსების პარალელურად, სულ უფრო პოპულარული ხდება ბუტიკური ტიპის პროექტები. ეს არის პატარა, უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობები, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ასეთი მიდგომით იქმნება WELL HOUSE-ის ახალი პროექტები ვაკეში – Tabidze 12 და Tabidze 112, რომლებიც სრულად პასუხობს თანამედროვე მყიდველის მოთხოვნებს და ქმნის ცხოვრების ახალ სტანდარტს ქალაქის ცენტრში.

რა ხდის ბუტიკურ კომპლექსში ცხოვრებას განსაკუთრებულად მიმზიდველს?

ექსკლუზიურობა და კომფორტი

ბუტიკური კომპლექსები გამოირჩევიან მინიმალური ბინების რაოდენობით, რაც მათ განსაკუთრებულსა და ექსკლუზიურს ხდის. სახლის ყოველი დეტალი დიდი დაკვირვებით იქმნება, რაც უზრუნველყოფს სივრცის იდეალურ ათვისებას და განაწილებას, რაც ბინადრების პირად კომფორტს განაპირობებს. მაგალითად, Tabidze 112-ში მხოლოდ 7 ბინაა, რაც მაცხოვრებლებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ განსაკუთრებული სიმშვიდითა და პრივატულობით.

პირადი სივრცე და სიმშვიდე

ბუტიკურ პროექტში თითოეული ბინა ინარჩუნებს თავის პირად სივრცეს. ნაკლები მეზობელი ნიშნავს უფრო მეტ სიმშვიდესა და მყუდროებას. Tabidze 12 და Tabidze 112-ის ბინები სწორედ ასეა დაგეგმილი – დიდი აივნებით, გამჭვირვალე ვიტრაჟებით და ბუნებრივ განათებაზე ორიენტაციით. ამასთან, Tabidze 12-ში თითოეულ ბინას საკუთარი ეზოც აქვს, რაც დამატებით გამორჩეულობასა და სიმშვიდეს ქმნის.

პრემიუმ ლოკაცია

ბუტიკური კომპლექსები, როგორც წესი, ყველაზე პრესტიჟულ და სასურველ უბნებში შენდება. ვაკე სწორედ ასეთი ადგილია – ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და კულტურულად აქტიური სივრცე. Tabidze 12 და Tabidze 112 განთავსებულია ვაკის ცენტრში რაც მაცხოვრებლებს აძლევს უნიკალურ საშუალებას, ყოველდღე ისარგებლონ ბუნების და ქალაქის დინამიკის იდეალური ბალანსით.

მაღალი ხარისხი და ინდივიდუალური დიზაინი

მასალების შერჩევიდან არქიტექტურულ გადაწყვეტამდე, ბუტიკურ პროექტებში ყველაფერი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. აქ მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხი,დეტალების ესთეტიკაა.

WELL HOUSE-ის ორივე პროექტი – Tabidze 12 და Tabidze 112 – იქმნება ენერგოეფექტური გადაწყვეტებით, მდგრადი მასალებით და გამორჩეული დიზაინით. შენობების ფასადი მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის HPL პანელით, ფართო აივნები და ვიტრაჟული ფანჯრები კი აერთიანებს ფუნქციურობასა და ვიზუალურ სილამაზეს.

ინვესტიციის პერსპექტივა

მცირე მოცულობის, ექსკლუზიური პროექტები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო იძენს ღირებულებას, რაც მათ საინვესტიციო თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანს ხდის. Tabidze 12 და Tabidze 112 სწორედ ასეთია – ბინები, რომლებიც დღეს ქმნის კომფორტულ გარემოს, ხოლო სამომავლოდ უზრუნველყოფს სტაბილურ და საიმედო ინვესტიციას.

დიდი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია WELL HOUSE ფეხდაფეხ მიყვება თანამედროვე მოთხოვნებს და ვაკის ცენტრში ქმნის ორ პრემიუმ ბუტიკურ კომპლექსს – Tabidze 12 და Tabidze 112. თითოეული პროექტი მოიცავს მხოლოდ ოთხ სართულს, შეზღუდული რაოდენობის ბინებს, საკუთარი ეზოთი და დახურულ პარკინგით, რაც პროექტს განსაკუთრებულ ექსკლუზიურობას ანიჭებს.

WELL HOUSE-ის პრინციპია „ხარისხი დეტალებში“, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი პროექტი იქმნება გამორჩეული დიზაინით, ენერგოეფექტური გადაწყვეტებით და მდგრადი მასალებით, რაც თქვენს კომფორტულ და მშვიდ ბინადრობას გრძლევადიან ინვესტიციად აქცევს.

ბუტიკურ კომპლექსში ცხოვრება მხოლოდ ბინის შეძენა არ არის – ეს არის ცხოვრების სტილის არჩევა: სიმშვიდე, კომფორტი და მაღალი სტანდარტი.

ვაკის ცენტრში, თქვენი სასურველი ბინის შერჩევაში მეგზურობას კომპანია WELL HOUSE გაგიწევთ

032 211 11 07
wellhouse.ge

[R]

Breezy – პრემიუმხარისხის ტექნიკა ხელმისაწვდომ ფასად

Instagram-ის ახალი ინდიკატორით მარტივად გაიგებთ, აზიარებთ თუ არა ლოკაციას