“Buy My Cancer” — ასე ჰქვია ახალ, NFT-ზე დაფუძნებულ კამპანიას, რომელიც ცოცხალი კიბოს უჯრედების მიკროსკოპულ გამოსახულებებს მოიცავს. მათი გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი დაავადებული პაციენტების მკურნალობას მოხმარდება.
„იყიდე ჩემი კიბო“ Alivia Cancer Foundation-ისა და მარი სკლოდოვსკა-კიურის ონკოლოგიის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი კამპანიაა. ასევე, მასში მონაწილეობს სარეკლამო სააგენტო Ogilvy. შესაბამის პლატფორმაზე განთავსებული ყოველი NFT ერთი პაციენტის კიბოს უჯრედებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრის სტილთანაა შერწყმული.
What if a patient’s cancer could fund their cure?
“Buy My Cancer” – the first #NFT art series made of real living cancer cells to fund treatment for those suffering from cancer – drops June 9th.
Learn more at https://t.co/y5HKOGNkZ1@TheGivingBlock @VAST_app @fundacja_alivia pic.twitter.com/s5BLLmGM3A
— Ogilvy (@Ogilvy) June 2, 2022
პირველი გამოცემა, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია NFT VAST-ისა და OpenSea ბაზრებზე, ორიენტირებულია ჯაკუბ ბურნოსის, კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტის გარშემო. იგი აგრესიული ლიმფომითაა დაავადებული. ბურნოსის სხეულის ცოცხალი უჯრედები კონფოკალური მიკროსკოპით გადაიღეს, შემდეგ კი შემოქმედებითი ინტერპრეტაცია პოლონელმა მხატვარმა, SWANSKI-მ გაუწია.
პროექტის შემოსავალი სრულად გადაეცემა Alivia Cancer Foundation-ს, პაციენტებისთვის AR-T უჯრედული თერაპიის დასაფინანსებლად. ეს უკანასკნელი უაღრესად ეფექტურ მკურნალობად ითვლება, რომელიც პაციენტის იმუნურ უჯრედებს ორგანიზმში კიბოს უჯრედების იდენტიფიცირებისა და განადგურების მიზნით ცვლის.
ამასთან, CAR-T თერაპია ძალიან ძვირია და, შესაძლოა, თითო პაციენტზე 475 000 აშშ დოლარი დაჯდეს. სწორედ ამიტომ, კიბოს ფონდები NFT-ების პოტენციურად მომგებიან სამყაროს მიმართავენ.