in

Buyers.ge – ქართული ონლაინ სივრცე ნებისმიერი კატეგორიის პროდუქციისთვის

Startauperi
Startauperi

Buyers-ი არის ონლაინ სივრცე, სადაც თითქმის ყველა კატეგორიის პროდუქციის ყიდვა არის შესაძლებელი – ქალის, მამაკაცისა თუ ბავშვის ტანსაცმლითა და აქსესუარებით დაწყებული, თავის მოვლის საშუალებებითა და ტექნიკით დამთავრებული. Buyers-ის იდეის გარშემო გაერთიანდა ახალგაზრდა კრეატიული ადამიანების ჯგუფი იმისთვის, რომ შეიქმნას უნიკალური ონლაინ მაღაზია, რომელიც გააერთიანებს ქართულ ბაზარზე არსებულ სხვადასხვა გამორჩეულ პროდუქტს. კომპანია თითქმის ერთი წელია, არსებობს, თუმცა ბაზარზე მარტის დასაწყისში გამოჩნდა. Buyers-ის გუნდში არის 40-მდე თანამშრომელი და მარკეტერი ესაუბრა მათ:
M: რატომ  გადაწყვიტეთ, რომ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია შესთავაზოთ მომხმარებელს და არა კონკრეტულად რომელიმე, ვთქვათ, მხოლოდ ტანსაცმელი?
ჩვენ ფოკუსირებულები ვართ იმაზე, რომ აღმოვაჩინოთ და მომხმარებელს შევთავაზოთ ქართულ ბაზარზე არსებული მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტები ნებისმიერი კატეგორიიდან. ჩვენი ამოცანაა, მომხმარებელს გავუმარტივოთ სასურველი პროდუქტის ძიების პროცესი და შევთავაზოთ უკვე გადარჩეული, საუკეთესო პროდუქცია.

M:
 
როგორ
პარტნიორობთ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან და კომუნიკაცია რა ფორმით გაქვთ?

Buyers-ის მიზანია e-commerce-ის განვითარება, რაც თავისთავად მოიცავს ქვეყანაში დამატებითი ბაზრის გაჩენას. გვსურს, ხელი მივცეთ მეწარმეებსა თუ იმპორტიორებს ამ ბაზრის ათვისებაში. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ხარისხი აკმაყოფილებს ჩვენი საიტის სტანდარტებს, რა თქმა უნდა, ვიწყებთ თანამშრომლობას ნებისმიერ კომპანიასთან ან ფიზიკურ პირთან.

M: ამჟამად, რამდენი პარტნიორი კომპანია გყავთ და ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
პროექტის ფარგლებში გაერთიანებულია 50-მდე შერჩეული კომპანია თუ ფიზიკური პირი, რომელთა პროდუქცია განთავსებულია buyers-ის ონლაინ მაღაზიაში. საიტზე განთავსებულია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბრენდები. ჩვენი სეგმენტია ეკონომიკურად აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც კარგად ერგებიან ციფრულ სამყაროსა და თანამედროვე ტენდენციებს.

M: საკურიერო მომსახურების დრო როგორ იცვლება გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით?
თბილისის მასშტაბით, მიწოდება ხდება 24 საათის განმავლობაში, ძირითადი ნაწილის მიტანა ხდება იმავე დღეს. რეგიონებში მიტანას ვახერხებთ, არაუმეტეს, 48 საათში. რაც შეეხება ისეთ პროდუქციას, რომელსაც 3 ან მეტი დღე სჭირდება მისატანად – ეს „პრეორდერის“ შემთხვევაში ხდება და ყოველთვის მითითებული აქვს მიტანის ვადები.M: ბლოგს რა დანიშულება აქვს და ვინ ქმნის კონტენტს?
ბლოგი Buyers Mag (mag.buyers.ge) ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო არხი იქნება, სადაც განთავსდება სხვადასხვა ფოტო, ვიდეო და სხვა ვიზუალური მასალა. ბლოგის კონტენტს თავიდან ბოლომდე ვქმნით ჩვენ, Buyers-ის გუნდი – Buyers-ის ონლაინ მაღაზიაში არსებული პროდუქტების ინტეგრაციით.

Buyers- ის სამუშაო სივრცე მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, 1912 წელს აშენებულ სასახლეში, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. გვსურს, ჩვენი სივრცე გავაცოცხლოთ სხვადასხვა გამოფენითა და ღონისძიებით. აქვე მოვაწყვეთ „შოურუმი“, სადაც წარმოდგენილია ქართველი დიზაინერების კოლექციები და ქართველი არტისტების მიერ Buyers-სთვის შექმნილი ნამუშევრები. [embedyt] https://www.youtube.com/watch?v=SqYzPE9LrNA[/embedyt]

Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში, ჩვენ ვუმასპინძლეთ ქეთევან მაისაიას Le Mocassin Zippe AW 17-ის კოლექციის პრეზენტაციას. ასევე, ჩვენს სივრცეში გაიმართა დიზაინერ-იუველირ სოფო გონგლიაშვილის კოლექციის Hearts პრეზენტაცია-პერფორმანსი.

M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და კომპანიის მოგება რით განისაზღვრება?
ჩვენი პოლიტიკაა, რომ buyers-ზე არსებული ნებისმიერი პროდუქციის ფასი იყოს იდენტური მაღაზიის ფასებისა. ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ ფასნამატს, გაყიდული პროდუქციის საფასურის გარკვეული პროცენტი რჩება buyers-ს, რაც წარმოადგენს კომპანიის მოგებას.                                                     Buyers-ის გუნდი

ლაზარე გვიმრაძე 2017 წლის „ფანტასტიკის დღეებზე” სპეციალური სტუმრის სტატუსით გაემგზავრება

კამპანია სიჩქარის გადაჭარბების წინააღმდეგ – Movistar