in

მოდის ჩვენება და პოდიუმზე მოულოდნელად შემდგარი დამსწრე – სათქმელი საინტერესო მეტაფორებით

მამაკაცების ბრენდ CELIO-სთვის შექმნილ კამპანიაზე სააგენტო Buzzman-მა იმუშავა.

„მოდა ყოველდღიური ცხოვრებისთვის“ – ასეთი დანიშნულება მოუძებნა მამაკაცების ბრენდმა CELIO-მ აუდიტორიისთვის კოლექციის წარდგენის პროცესს და სააგენტო Buzzman-ის მიერ გადაღებული ვიდეორგოლიც – „იყავი ნორმალური“ ამგვარ კონცეფციაზე ააგო.

ნამუშევარში სიუჟეტი ასე ვითარდება – მოდის ჩვენების დამსწრე აუდიტორიიდან, მოულოდნელად, ერთ-ერთი მამაკაცი პოდიუმზე დგება და თავდაჯერებულად მოაბიჯებს. ნელ-ნელა სცენა კონკრეტული სივრციდან გამოდის და ქალაქში, ძალიან საინტერესო ვიზუალური მეტაფორით ვხედავთ, რომ ეს ბრენდი მამაკაცებს ნამდვილად ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსარგებ სამოსს სთავაზობს.

Doge-ის მიმმა რეკორდი დაამყარა – ის აუქციონზე, NFT-დ, 4 მილიონ დოლარად გაიყიდა

Apple სიმღერით გვეუბნება, რომ ჩვენი მომდევნო კომპიუტერი კომპიუტერი არ იქნება