საქართველოს სავაჭრო ქსელში მნიშვნელოვანი სიახლეა – გერმანული კომპანია BWT-ს პრემიუმ კლასის წყლის ფილტრაციის დოქები PSP-ს რამდენიმე ფილიალში გაიყიდება. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოზე.
მისამართები:
– თბილისი, პეკინის 14
– ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 13
– რუსთავი, მეგობრობის გამზ 16
– ქუთაისი, წმ. ნინოს ქუჩა 17
BWT – ლიდერი წყლის ფილტრაციის სფეროში
გერმანული კომპანია BWT საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობით 2024 წელს შემოვიდა და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის წყლის დარბილებისა და ფილტრაციის სისტემებს. კომპანიის პროდუქცია სპეციალურად არის მორგებული სხვადასხვა სექტორის სპეციფიკურ საჭიროებებზე, დაწყებული ინდივიდუალური მომხმარებლებიდან, დამთავრებული მსხვილი საწარმოებით.
BWT-ს ფილტრაციის სისტემები წყალს სრულად წმენდს მავნე მინარევებისა და ბაქტერიებისგან, რაც უმნიშვნელოვანესია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს ინოვაციური პროდუქტები იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ყოველდღიურად ისიამოვნოს სუფთა, ჯანსაღი და გემრიელი წყლით როგორც სახლში, ისე სამუშაო გარემოში.
წყლის ფილტრაციის დოქები
BWT-ის წყლის ფილტრაციის დოქი არის მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ონკანის წყალი გაფილტროთ და გაამდიდროთ მინერალებით. ის შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:
- ზედა რეზერვუარი ონკანის წყლის ჩასასხმელად
- ფილტრის კარტრიჯი, რომელიც მოთავსებულია შუაში
- ქვედა რეზერვუარი გაფილტრული წყლისთვის
ფილტრი წყალს აშორებს:
- ქლორს და მის უსიამოვნო სუნს;
- წყლის ნადებს;
- არასასურველ ნაწილაკებს.
გარდა ამისა, BWT-ის უნიკალური ტექნოლოგია წყალს ამდიდრებს მაგნიუმით, რომელიც სასარგებლოა გულისა და ნერვული სისტემისთვის და აუმჯობესებს წყლის გემოს.

უპირატესობები:
- გემოს გაუმჯობესება – ქლორისა და სხვა მინარევების მოცილების შემდეგ წყალი უფრო მსუბუქი და სასიამოვნო ხდება.
- ნადებისგან დაცვა – ფილტრი ამცირებს წყლის სიხისტეს, რაც იცავს ჩაიდანს, ყავის აპარატს და სხვა სამომხმარებლო ტექნიკას ნადების დაგროვებისგან.
- ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალები – მაგნიუმით გამდიდრებული წყალი ენერგიასა და ძალას მატებს ორგანიზმს.
- ეკოლოგიური არჩევანი – ფილტრაციის დოქის გამოყენებით მნიშვნელოვნად ამცირებთ პლასტმასის ბოთლების მოხმარებას.
ეკონომია – ბევრად იაფია, ვიდრე მუდმივად ბოთლის წყლის ყიდვა.
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ხშირად მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებებით იწყება. წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსია და მისი ხარისხი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გამოიწერეთ BWT საქართველოს ფეისბუქის გვერდი.
[პარტნიორის კონტენტი]












