in

Bybelo — ზაფრანის შემადგენლობის და მაროკოს კულტურით შთაგონებული სანთელი

Bybelo — ასე ჰქვია ზაფრანის შემცველობით დამზადებულ სანთელს, რომლის ბრენდინგის მიღმაც სწორედ ამ მცენარისგან მიღებული შთაგონება დგას. „ჩვენ ვაფასებთ იმ სარგებელს, რომელიც ზაფრანას ადამიანების ჯანმრთელობისთვის მოაქვს. რომ აღარაფერი ვთქვათ კოსმეტიკურ საშუალებებსა და კერძებისთვის საოცარი არომატის მიცემის შესაძლებლობაზე“. 

ყველაფერი ბრენდის შემქმნელის, ბელოს კულტურული მემკვიდრეობით და მისი ლაგოსში მოგზაურობით დაიწყო. „ცხენები კულტურულად წმინდაა არაბებისთვის და ახლო აღმოსავლელებისთვის. ასევე, ზაფრანა მართლაც ძვირადღირებული პროდუქტია და ძველ ქვეყნებს შორის სწორედ ცხენების მეშვეობით გადაჰქონდათ“. 

ამ ორი „სიწმინდის“ სინთეზს უკავშირდება ბრენდის ლოგოც — ორი ცხენი ოქროსფერი ორნამენტებით… წყვილი ცხენი პარტნიორების სიმბოლოა, ბრენდს კი ამით იმის თქმა სურს, რომ ზაფრანა ცხოვრების დაბალანსებაში გვეხმარება, რადგან ის ძლიერ ენერგიას გვაძლევს სიცოცხლისთვის. ამას კი შეგრძნებებისა და ემოციების გაუმჯობესება მოჰყვება.

შეფუთვის კონცეფცია

ბრენდის ფუნდამენტზე დაყრდნობით (ავთენტურობა, პასუხისმგებლობა და ზრუნვა), ბელომ დიდი ძალისხმევა ჩადო უნიკალური შეფუთვის შექმნაში, რომელიც მაროკოს მემკვიდრეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. Bybelo-ს მთავარი მიზანია უზრუნველყოს საუკეთესო ხელით დაკრეფილი ზაფრანა და ბუნებრივი არომატები; ამ მისიის ხაზგასმა შეფუთვის დიზაინში აუცილებელი იყო. ამიტომაც, შეფუთვის დიზაინი სამ ელემენტს ეფუძნება:

  1. ჩიტი ბოლცეცხლა, რადგან ის მაღალი ატლასის მთების ერთ-ერთი ენდემური სახეობაა;
  2. ჰასან II-ის მეჩეთი მეჩეთი კასაბლანკაში, რადგან ის მაროკოს კულტურული მემკვიდრეობის ნამდვილი სიმბოლოა;
  3. მესამე ელემენტია კერძი მაროკოული ტაჯინი, რადგან ის დაკავშირებულია კულინარიასთან და ზაფრანის სანელებლებთან.

რა არის Google Keyword Planner და აქვს თუ არა მას ალტერნატივები

ბედნიერება ცხოვრების დეტალებშია — John Lewis-ის ვიდეორგოლი