in

BybitGeorgia.ge – Bybit-ის კრიპტოსერვისები უკვე საქართველოში

დღეიდან Bybit საქართველოში იწყებს ოპერირებას. მსოფლიოში სავაჭრო მოცულობით მეორე კრიპტოვალუტის ბირჟამ ოფიციალურად გახსნა ვებგვერდი www.bybitgeorgia.ge – პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია ქართველი მომხმარებლებისთვის და წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ ნაბიჯს, მიმდინარე წელს ევროკავშირში წარმატებული გაფართოების შემდეგ.

Bybit პირველი და ერთადერთი გლობალური კრიპტოლიდერია, რომელიც საქართველოში სრული ადგილობრივი ლიცენზიით ოპერირებს და მომხმარებლებს ციფრული აქტივებით ვაჭრობისთვის უსაფრთხო, რეგულირებულ გარემოს სთავაზობს.

„მოხარულნი ვართ, რომ ოფიციალურად ვხსნით Bybit-ს საქართველოში. Bybit არის კრიპტო ინდუსტრიის პირველ გლობალური ლიდერი, რომელიც ქვეყანაში სრულად ლიცენზირებული ფორმით იწყებს ოპერირებას“, – განაცხადა თეკლა იაშაღაშვილმა, Bybit Georgia-ს რეგიონულმა მენეჯერმა, – „ეს გადაწყვეტილება თანხმობაშია ჩვენს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომასთან –  მივაწოდოთ მათ მსოფლიო დონის კრიპტოსერვისები, უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა. ამასთან, ის ასახავს Bybit-ის ზოგად მისიას – გააფართოოს წვდომა ციფრულ აქტივებზე მთელ მსოფლიოში. Bybit მხარს უჭერს საქართველოს დინამიკური ციფრული ეკონომიკის განვითარებას და ხელს უწყობს კრიპტოსაზოგადოების გლობალურ ზრდას“.

ახალი პლატფორმის მეშვეობით, ქართველი მომხმარებლები იღებენ წვდომას ისეთ სერვისებზე, როგორიცაა სპოტვაჭრობა, აქტივების კონვერტაცია და OTC ვაჭრობა. უახლოეს მომავალში იგეგმება დამატებითი ლოკალიზებული ფუნქციები, როგორიცაა ფიატური დეპოზიტი, თანხის გატანის სერვისები და Bybit ბარათი, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გაანაღდონ ციფრული აქტივები ყოველდღიურ ტრანზაქციებში.

გახსნის აღსანიშნავად Bybit Georgia შეზღუდული დროით იწყებს კამპანიას. 7 ივლისიდან 7 აგვისტომდე ახალ მომხმარებლებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და დაასრულებენ პირადობის ვერიფიკაციას, შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ 65 USDT-მდე ჯილდო დეპოზიტისა და სავაჭრო დავალებების შესრულებისთვის. ეს ჯილდოები შესაძლებელია გაერთიანდეს Bybit-ის ახალი მომხმარებლებისთვის განკუთვნილ საჩუქრებთან, რაც პოტენციურად ჯილდოების რაოდენობას 115$-მდე გაზრდის.

ასევე $20,000-ამდე საპრიზო ფონდი პირველობის პრინციპით განაწილდება. კვალიფიციური მომხმარებლები ჯილდოს მიიღებენ აქციის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ისინი დააკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას და არ ჩაერთვებიან აკრძალულ ქმედებებში. სრული წესები და პირობები ხელმისაწვდომია Bybit Georgia-ს ვებსაიტზე.

გარდა ამისა, Bybit Georgia-ზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ, მიიღონ ეარდროპები და სავაჭრო საკომისიოები მეგობრების პლატფორმაზე მოწვევით.

ჯილდოები შეადგენს 10 USDT-ს მინიმუმ 100$-იანი დეპოზიტისთვის, რეგისტრაციიდან 7 დღის განმავლობაში, ასევე, „საიდუმლო ყუთს”, რომლის ღირებულებამ მაღალი სავაჭრო მოცულობის გამო შეიძლება 1,000 $-ს მიაღწიოს. დამატებით, საკომისიო განაკვეთები მოცემულია 20%-დან 30%-ამდე, რეფერალების რაოდენობის მიხედვით. საკომისიოები გამოითვლება რეფერალების წმინდა სავაჭრო საკომისიოდან და ყოველდღიურად ნაწილდება.

Bybit-ის გაფართოება საქართველოში ხაზს უსვამს ბრენდის მისწრაფებას, უზრუნველყოს რეგულირებული და ინოვაციური კრიპტოსერვისების გავრცელება ახალ ბაზრებზე და, ამავდროულად, დაეხმაროს მომხმარებლებს, უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად ჩაერთონ ციფრული აქტივების მზარდ ეკონომიკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის და თქვენი Bybit-ის თანამშრომლობის დასაწყებად, ეწვიეთ www.bybitgeorgia.ge-ს.

#Bybit #TheCryptoArk #BybitGeorgia #CryptolnGeorgia


Bybit-ის შესახებ

Bybit სავაჭრო მოცულობით მსოფლიოში მეორე კრიპტოვალუტის ბირჟაა, რომელიც 70 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. 2018 წელს დაარსებული Bybit ახლებურად განსაზღვრავს გამჭვირვალობის მნიშვნელობას დეცენტრალიზებულ სამყაროში, ქმნის უფრო მარტივ, ღია და თანასწორ ეკოსისტემას. Web3-ზე ფოკუსირებით, Bybit სტრატეგიულად თანამშრომლობს წამყვან ბლოკჩეინ პროტოკოლებთან, ძლიერი ინფრასტრუქტურისა და  ქსელური ინოვაციების წასახალისებლად. Bybit, ცნობილი თავისი უსაფრთხო გარემოთი, მრავალფეროვანი სავაჭრო პლატფორმებით, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისითა და უახლესი ბლოკჩეინ ინსტრუმენტებით, აერთიანებს TradFi-სა და DeFi-ს, რათა დაეხმაროს დეველოპერებს, ინოვატორებსა და ენთუზიასტებს Web3-ის სრული პოტენციალის გამოვლენაში. შეიტყვეთ მეტი დეცენტრალიზებული ფინანსების მომავლის შესახებ Bybit.com-ზე.

Bybit-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიოთ Bybit Press-ს.
Bybit Georgia-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.bybitgeorgia.ge/
მედია შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: [email protected]
სიახლეებისთვის შეგიძლიათ გამოიწეროთ: Bybit Communities and Social Media
Facebook
Instagram
X

[R]

„მენსა“ – როგორ იქცა სამეგობროსთვის საღამოების დაგეგმვა მაგიდის აქსესუარების სტარტაპად

Apple Music 10 წლის იუბილეს ყველაზე ხშირად მოსმენილი 500 სიმღერის ფლეილისტით აღნიშნავს!