23
Jan
2020

30 იანვარს ბილტმორში ბაირონ ქეითის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

23 Jan 2020

30 იანვარს, 19:30 სთ-ზე, სასტუმრო ბილტმორში ცნობილი ამერიკელი ავტორისა და სპიკერის, ბაირონ ქეითის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ახალი წიგნის სახელწოდებაა “შენი სიყვარული მჭირდება – ეს სიმართლეა?”, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ შევწყვიტოთ სიყვარულის, აღიარების, დაფასების გარეთ ძიება და როგორ ვიპოვოთ ის საკუთარ თავში.წიგნი ეხება ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ურთიერთობები, თავდაჯერებულობა, სიყვარული, აღიარებისა და დაფასების მოთხოვნილება და მისგან გათავისუფლების ხერხები.

ნაწარმოები თვით-დახმარების ჟანრისაა და ის თავისი პრაქტიკული რეკომენდაციებით, სავარჯიშოებით, რეალური მაგალითებით, ნამდვილი ისტორიებითა და ამბებით მკითხველს ეხმარება, ისწავლოს სტრესული და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება, განსაკუთრებით კი, ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში.

წიგნის მთარგმნელი და პროექტის ავტორი თინათინ ბასილაიაა. იგი არის ფსიქოლოგი, ქოუჩი და ბაირონ ქეითის მოსწავლე, ასევე, მისი ფსიქოლოგიური მეთოდის “სამუშაოს” წარმომადგენელი საქართველოში. თინათინის მიზანია, წიგნის მეშვეობით ხელი შეუწყოს საქართველოში ქალთა გაძლიერებასა და ოჯახური ძალადობის შემცირებას.

წიგნის პრეზენტაციაზე კალიფორნიიდან ექსკლუზიურად ლაივით ჩაერთვება წიგნის ავტორიც – ბაირონ ქეითიც. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები გვპირდებიან, მკითხველს წიგნის პრეზენტაციაზე ბევრი სხვა სიურპრიზიც ელის.

წიგნის შეძენის მსურველებს, შეუძლიათ, ის მითითებულ ბმულზე ონლაინ შეუკვეთონ, 30 იანვარს კი ეს წიგნი მათ პრეზენტაციაზე გადაეცემათ.

[R]

განხილვა