in

ByteDance Meta-ს კონკურენტი შერეული რეალობის სათვალეს უშვებს

veon
veon

Meta სოციალური მედიისა და ვირტუალური რეალობის სათვალის მონოპოლისტად კი მოგვევლინა, მაგრამ, შესაძლოა, ეს დიდხანს არ გაგრძელდეს. TikTok-ის მშობელი კომპანია ByteDance ზუსტად ამ სივრცეში აბიჯებს და პირველ შერეული რეალობის სათვალეს უშვებს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედია აპლიკაციის შემქმნელმა ახლახან შეიძინა XR კომპანია Pico და ახალი პროდუქტების გამოშვებასაც სწორედ მისი სახელის ქვეშ გეგმავს. 

Pico 4S, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში Pico 4 Ultra-ს სახელით არის ცნობილი, წინა მოდელის განახლებული ვერსიაა ჩამონტაჯებული კამერებით, ახალი დიზაინის მქონე კონტროლერებითა და მაჯის ტარებადი სენსორებით, რომლებიც უკონტაქტო მართვის შესაძლებლობას იძლევა… აქვე გაჩნდა კითხვაც, შესაძლოა, ეს იმას ნიშნავდეს, რომ TikTok მეტად იმერსიული გახდება? თუ ByteDance-ს აქვს სხვა გეგმები?!

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება კამერათა სტერეოსკოპიული წყვილის დამატებაა წინა შუშის მხარეს, რითაც მეტად იმერსიულ გამოცდილებას გვპირდებიან. ბატარეა კვლავ უკან გვხვდება, რათა ბალანსი შემოგვთავაზონ და მომხმარებლებსაც არ შეუქმნან დისკომფორტი მრავალი ცვლილებით. 

კიდევ ერთი დამატება Pico 4S-ის მაჯის ორი მოწყობილობაა, სენსორებითაა აღჭურვილი, მეტად მოქნილი და კომფორტულია. ამბობენ, რომ Snapdragon XR2 Gen 2-ის ჩიპიც ექნება, ზუსტად ის, რომელსაც Meta Quest 3-ში ვხვდებით… 

ყველაფერთან ერთად, კომპაქტური და მსუბუქიცაა, რაც მოწყობილობის უფრო დიდხანს გამოყენების საშუალებას იძლევა.

ფიქრობენ, რომ Pico 4S-ს ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის გარდა, ამერიკის კონკურენტულ ბაზარზეც შეიტანენ. ისიც უნდა ითქვას, რომ შერეული რეალობის მოწყობილობების ბაზარზე ამ ორი სათვალის გამოჩენა მომავალში მრავალ ინოვაციას დაუდებს სათავეს, შესაბამისად, უკეთესი და მეტად ხელმისაწვდომი გამოცდილების გაზიარებასაც მოვახერხებთ.

ტოპ 5 ქართველი ფერმერი ხორბლის მოსავლიანობის მიხედვით

საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის – როგორ მოიპოვა საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები – ინტერვიუ თორნიკე კუპრაშვილთან