in

BYYD — „ლიდერი მობილური მარკეტინგის ბაზარზე“

800-ზე მეტი რეკლამირებული ბრენდი, 900-ზე მეტი სარეკლამო კამპანია და 3500+ ინტერაქციული მედია — ასე შეგვიძლია დავახარისხოთ გლობალური ტექნოლოგიური კომპანია BYYD-ის მიღწევები. ლოკაციის და სამოქმედო არეალის თვალსაზრისითაც, საკმაოდ ფართო მასშტაბებზე ოპერირებს, კერძოდ, მისი ოფისები განლაგებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის 7 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, BYYD არის ტექნოლოგიური კომპანია, რომლის ძირითადი პროდუქტიც მობილური სარეკლამო პლატფორმაა — ეს უკანასკნელი მობილურ მოწყობილობებზე რეკლამის რეალურ დროში მარტივად და გამჭვირვალედ განთავსებას უზრუნველყოფს. თანაც, პლატფორმა ლიდერია მობილური აპლიკაციების ტრაფიკის მხრივ, კერძოდ, კომპანია 100 000-ზე მეტ მობილურ აპლიკაციას გვთავაზობს რეკლამების განსათავსებლად.

ახლა კი სიტყვიერი შეფასებები სტატისტიკად ვაქციოთ:

  • 31 მილიარდი უნიკალური მომხმარებელი მთელ მსოფლიოში;
  • 75-მილიარდიანი აუდიტორია მხოლოდ მობილური მოწყობილობებიდან;
  • 394 წუთი დღეში, რომელსაც მომხმარებლები მობილური აპლიკაციების გამოყენებისას ხარჯავენ.

უშუალოდ საქართველოს მაგალითზე რომ განვიხილოთ, BYYD პლატფორმა 2,7 მილიონზე მეტი მომხმარებლის დაფარვას უზრუნველყოფს; აქედან 1,92 მილიონი ინტერნეტს ექსკლუზიურად მობილური მოწყობილობების საშუალებით მოიხმარს. ამ ადამიანებთან BYYD-ის მეშვეობით წვდომით კი რეკლამის განმთავსებლები 4 მთავარ სარეკლამო ფორმატს იღებენ:

  • ბანერი
  • Rich Media
  • ვიდეო (მოცემულ აპლიკაციაზე მორგებული სახით)
  • Native, რათა მომხმარებლები კონტენტის გავლით მივიდნენ ამა თუ იმ რეკლამამდე, რაც მეტად აძლიერებს კავშირის შეგრძნებას.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ რეკლამის განთავსება კონკრეტულ აპლიკაციებშიც შეიძლება — მაგალითად, მხოლოდ ქალებისთვის, მძღოლებისთვის, ფინანსებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და ა. შ. ასევე, შესაძლებელია იმ აპლიკაციების მონიშვნაც, რომლებშიც არ გსურთ თქვენი რეკლამის გამოჩენა… ეს ერთგვარი თეთრი და შავი სიების დაყოფის პრინციპს ეფუძნება.

და რაღა თქმა უნდა, ბრაუზერში განთავსებული რეკლამებისგან განსხვავებით, ისინი მობილურ აპლიკაციებში არ იბლოკება.

Lay’s-ისა და Doritos-ის წარმატებული მაგალითები:

როგორც კომპანიის ვებგვერდზე ვხედავთ, საქართველოში Lay’s-ის მიზანი ბრენდის ცნობადობის გაზრდა და საიტზე სამიზნე აუდიტორიის მოზიდვა იყო. ამისათვის BYYD-ის პლატფორმაზე მონიშნეს რეკლამის სასურველი სახე (ბანერი), აპლიკაციების „თეთრი სია“ და სამიზნე აუდიტორია/თემები.

თითოეული შედეგის ამსახველ გრაფაში კი ნათლად ჩანს, რომ მიღებულმა რიცხვებმა მოლოდინს თუ წინასწარ გაწერილ გეგმას გადააჭარბა.

ანალოგიური ვითარებაა Doritos-ის შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ერთმანეთის კონკურენტ ბრენდებზე ვსაუბრობთ, ორივეს მცდელობამ წარმატებით იმუშავა — შედეგი მეტია, ვიდრე ფიქრობდნენ.

კომპანიასთან დაკავშირება შეგიძლიათ აღნიშნულ მეილებზე:   

[R]

Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო!

როგორ შევქმნათ მომხმარებელთა უკეთესი გამოცდილება?