წარმოიდგინეთ, თქვენი ქალაქის მდინარე წყლის ცოცხალი არსებების ნამდვილი საცხოვრებელი გარემო რომ გახდეს და მაგალითად, თევზებზე დაკვირვებაც შეგეძლოთ… დიახ, საკმაოდ კარგად ჟღერს. თან, ეს იდეა არც წარმოსახვის ნაწილია და, სავარაუდოდ, არც ჩვენი შორეული მომავალი — მოკლედ, ტაივანში C-Ecology კონცეფცია შეიმუშავეს, რომელიც GREEN CONCEPT AWARD-ის ნომინანტიც კი გახდა.
ტუნგჰაის უნივერსიტეტის ჯგუფის მიერ შექმნილი კონცეფცია ურბანული დასახლებებისთვის მდინარეების ეკოსისტემას უზრუნველყოფს. სისტემა 3D ბეჭდვის ტექნიკას იყენებს, რათა ეკოლოგიურად სუფთა კერამიკა დაამზადოს. საბოლოოდ, ჭაობის მსგავსი მოდულური სისტემის დანერგვა იგეგმება, რომელიც წყლის ზედაპირზე სპეციალურ კალათზე იქნება განთავსებული.
ეს იდეა მარჯნის რიფების სტრუქტურასთანაც ახლოსაა — აქ მოლუსკები, კრევეტები თუ სხვა ცოცხალი ორგანიზმები შეძლებენ ცხოვრებას. შედეგად კი, წყლის მიმოქცევაც მოიმატებს. ხოლო რაც უფრო გაუმჯობესდება წყლის მიმოქცევა, მით მეტად დაბალანსებული იქნება ურბანული მდინარე — გარემოს გალამაზების, ჰიდროფილურობისა და ეკოსისტემის თვალსაზრისით.