in

აი, რას ვერ ვამჩნევთ ღამის ცაზე

და რომელია „თქვენი ცა“?

თუ ხშირად აკვირდებით ღამის ცას, ალბათ, ბევრი განსხვავებული ფერი შეგიმჩნევიათ, რასაც მთვარე, ვარსკვლავები, პლანეტები თუ ღრუბლები ქმნის… შეფასებების მიხედვით კი, ნათელ ღამეს შეუიარაღებელი თვალით ცაზე რამდენიმე ათასი ვარსკვლავი შეგვიძლია დავინახოთ, თუმცა პატარა ქალაქების სინათლის დაბინძურება კოსმოსის რეალური ბრწყინვალების დანახვაში მაინც გვიშლის ხელს. 

M2
M2

დაბინძურების დონის დასადგენად კი Bortle Scale-ს იყენებენ, რომელიც ხილვადობას 1-9-მდე აფასებს. თითოეულ დონეზე კი ღამის ცა კოსმოსური ხედების მიხედვით არის კლასიფიცირებული. ამის განსაზღვრა lightpollutionmap.info-ს დახმარებით თავადაც კი შეგიძლიათ. 

ქვემოთ მოცემული სურათები გაჩვენებთ, რეალურად, რამდენი ვარსკვლავის ნახვაა შესაძლებელი სრულიად ბნელ ცაზე, ქალაქების, გარეუბნებისა და ადამიანების სინათლის წყაროებისგან მოშორებით: 

აქ: მთვარეს, უახლოეს პლანეტებსა და რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავს ნახავთ.

უკიდურესად კაშკაშა შუქით დაბინძურებული ცა, რომელიც ძირითადად დიდ ქალაქებში გვხვდება, ნარინჯისფრად ანათებს. მართალია, ეს პოტენციურად ისეთი საზიანო შეიძლება არ იყოს, როგორიც სხვა ტიპის დაბინძურებებია, მაგრამ მას ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა მაინც აქვს. 

მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ღამით არსებულმა სინათლემ სხეულის ბიოლოგიური საათი შეიძლება დაარღვიოს, რაც ისეთ დარღვევებს იწვევს, როგორებიცაა სიმსუქნე, დეპრესია და უძილობა…

აქ: შესაძლოა, თანავარსკვლავედები ოდნავ ხილული იყოს.

მერვე დონეზე ცა ისეთი კაშკაშაც კია, რომ თქვენ წაკითხვას ჩვეულებრივ შეძლებთ… შეუიარაღებელი თვალით ვარსკვლავების უმეტესობა და თანავარსკვლავედებიც კი უხილავი იქნება.

აქ: ვარსკვლავური გროვა M44 და ანდრომედეს გალაქტიკა გაურკვევლად ჩანს, ირმის ნახტომი კი სრულიად უხილავია.

ამ სივრცეებში არსებული სინათლის დაბინძურება ცას ნაცრისფრად აქცევს, ყველაზე სუფთა ღამეშიც კი ადამიანების მესამედი ირმის ნახტომს ვერ ხედავს.

აქ: ანდრომედეს გალაქტიკა ცოტათი ჩანს.

უკვე მეექვსე დონეზე კი ღრუბლები ძალიან კაშკაშაა და ცა ნაცრისფერ-თეთრ ფერებში ანათებს. ამ პირობებში სინათლის დაბინძურება ძალიან მაღალია. 

აქ: ირმის ნახტომს ნაკლები სიკაშკაშით დაინახავთ.

თუ OPT Telescopes-ს დავეყრდნობით, ადამიანების უმეტესობა ცხოვრებას მეხუთე ან უფრო მაღალ დონეებზე ატარებს. აქ სინათლის დაბინძურება ხილული იქნება უმეტეს თუ არა, ყველა მიმართულებით. ღრუბლები კი უფრო კაშკაშაა, ვიდრე თავად ცა, თუმცა ირმის ნახტომი მკრთალად მაინც ჩანს.

აქ: ირმის ნახტომსა და სამკუთხედის თანავარსკვლავედს ნახავთ.

სინათლის დაბინძურებას რამდენიმე მიმართულებით დაინახავთ. ამ ცის ქვეშ ფონი შავის ნაცვლად, ნაცრისფერია.

აქ: ირმის ნახტომის გალაქტიკას და ვარსკვლავების ისეთ მჭიდროდ დაკავშირებულ კოლექციებს ნახავთ, როგორებიცაა M4, M5, M15 და M22.

მართალია, ირმის ნახტომის ნახვას შეძლებთ, მაგრამ მისი მკაფიო დეტალები მაინც გამქრალია. ზოგიერთი ღრუბელი სინათლის წყაროების მიხედვით არის განათებული, მაგრამ მის ზემოთ არსებული ღრუბლები მაინც ბნელი რჩება.

აქ: ირმის ნახტომის გალაქტიკასა და მაგელანის ღრუბლებს ნახავთ.

ირმის ნახტომი უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან შესამჩნევია. ცის სიკაშკაშე კი, შესაძლოა, ჰორიზონტის გასწვრივ სუსტად ჩანდეს. 

აქ: ირმის ნახტომის გალაქტიკას, ანდრომედეს გალაქტიკასა და ორიონის ნისლეულს დაინახავთ.

პირველი დონის ცა კოსმოსის საოცარ ხედს გვთავაზობს — ღამის ცა სავსეა ვარსკვლავებით, რაც მათგან სუსტი თანავარსკვლავედების გამორჩევის პროცესს ართულებს. ირმის ნახტომი კი იმდენად კაშკაშაა რომ ჩრდილებსაც კი გვთავაზობს.

სოციალურმა მედიამ „ტრენდები“ სწრაფად წარმავალი გახადა

2022 წლის საახალწლო სეზონის გამორჩეული რეკლამები