in

გულიანად გაცინებული პერსონაჟები ღვინის ეტიკეტზე — Cabeça do Pote ილუსტრაციებსა და სთორითელინგს შეფუთვაში აერთიანებს

პორტუგალიაში საუკუნეების მანძილზე ცეცხლზე დადგმული სამფეხა რკინის ქოთნები ოჯახებს, გემოებსა და ამბებს აერთიანებდა. ასე კი უბრალო ჭურჭელზე მეტი გახდა, ერთიანობისა და საერთო მომენტების სიმბოლოდ ჩამოყალიბდა, რაც დროსაც კი აჩერებდა და სასიამოვნო მოგონებად აქცევდა ყოველ ვახშამს… ამიტომაც ახლა ამ კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული Cabeça do Pote ტრადიციებს პატივს შეფუთვის კონცეფციით მიაგებს. 

BOG
BOG

საკულტო ქოთნების მემკვიდრეობას ხელახლა წარმოიდგენს და ილუსტრირებულ პერსონაჟებს გვთავაზობს უნიკალური ხასიათით. პარალელურად კი, თითოეული ბოთლით მრავალი თაობის მოგზაურობას ასახავს. ეტიკეტებზე გამორჩეული ფიგურებია წარმოდგენილი საკუთარი სახელითა და ისტორიით, რითაც პერსონალური თვისებები, ჩვევები და უცნაურობებიც კი რამდენიმე ხაზით ხდება გასაგები — ილუსტრაციებისა და სთორითელინგის კომბინაცია თითქოს ღვინოს აცოცხლებს, თითოეულ ბოთლს საკოლექციო ნივთად და ემოციურ გამოცდილებად აქცევს… 

ხის ყუთებზეც მსგავსი ვიზუალური ენა ვრცელდება, თითოეული პერსონაჟი ხეზეა ამოპრინტული, მათი ამბავი კი ყუთის უკან არის დატანილი. ასე კი ბოთლის გახსნამდეც აღმოჩენებისკენ გვიბიძგებენ. ხოლო დეტალებზე ორიენტირებულობა სწორედ იმ მზრუნველობასა და ავთენტურობას ასახავს, რომელიც ბრენდს განსაზღვრავს. 

მარტივად შეამჩნევთ, რომ ყოველ პერსონაჟს ფართო გულიანი სიცილი აერთიანებს, რაც ნებისმიერ ენობრივ თუ კულტურულ ბარიერს სცდება, უნივერსალური მახასიათებელია, ადამიანური კავშირებისა და ჭიქის ერთად აწევის ზეიმი, რითაც ყოველი საერთო მომენტი დაუვიწყარ მოგონებად გარდაიქმნება. 

IKEA-მ ძილში საუბარი მარკეტინგულ იარაღად აქცია

AI-ით უფასო კომერციული მუსიკების გენერირებაზე რას იტყვით? — აი, რას გვთავაზობს Eleven Music