in

Cadbury-ის თილისმა ენოტი გახდა

Cadbury-ის ბაჭია აღდგომის თეთრი ფუმფულა სიმბოლო კი იყო, მაგრამ ახლა შოკოლადის მწარმოებელმა მეტად ინკლუზიური გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის ყოველწლიური Cadbury Bunny Tryouts-ის გამარჯვებული ყოველთვის ბაჭია არ არის, ძირითადად შინაური ცხოველია, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს სეზონის სულისკვეთებას. ამ წლის ჩემპიონი კი, როგორც აღმოჩნდა, Louie გახლავთ, ორი წლის ენოტი, რომელიც მაიამიში გადაარჩინეს. 

ენოტის ბრენდის პერსონაჟად ქცევა შემთხვევითობად შეიძლება გესახებოდეთ, მაგრამ ლუის ამბავი ინკლუზიურობას ეხმიანება. გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც ველური ბუნებისთვის შეუფერებლად ჩათვალეს, ახლა კი თავის მოსიყვარულე სახლში ბედნიერად ცხოვრობს. საკუთარ თათებსაც კი იყენებს ხელოვნების შესაქმნელად, რომლის შემოსავალიც ველური ბუნების სარეაბილიტაციო ცენტრებში მიდის. ახლა კი საუბარი 7000-დოლარიან პრიზზეა…

ვარაუდობენ, რომ ლუი ბევრი ადამიანის გულს მოიგებს და Cadbury Bunny-ის ღირსეულ მემკვიდრედაც გამოდგება. გასულ წელს ეს ჯილდო ცალთვალა კატამ მოიპოვა, რომელიც ავტოავარიას გადაურჩა, მანამდე ძაღლი ენი როუზი გახლდათ ამ პრიზის მფლობელი, უფრო ადრე ხის ბაყაყმა მოიპოვა აღნიშნული ჯილდო, 2020 წელს კუნჰაუნდის ჯიშის ლეიტენანტმა მამაცმა ძაღლმა და სულ პირველად უხასიათო ბულდოგმა… 

ამ ამბით ლუის ახლანდელი მეურვე ჯეიმი არსლანიც აღფრთოვანებულია — ლუის გამარჯვება წარმოადგენს მთლიან ველურ ბუნებას, რომლის ხმასაც ძალიან სჭირდება გამოკვეთა.

ამგვარად, 2025 Cadbury Bunny Tryouts-ის რეკლამაში მთავარ როლს ენოტი ლუი შეასრულებს…

#1 „ვირუსული მარკეტინგის“ ტრენერი – ნია პატარაშვილი

როგორ დავამატოთ Excel-ის ფაილს ემოჯი?