VCCP London-ის მიერ Cadbury-ისთვის შექმნილი ვიდეორგოლი მამა-შვილის დიალოგზეა ფოკუსირებული. სიუჟეტი ბენზინგასამართ სადგურზე ვითარდება, სადაც გოგონა ღამის ცვლაში მუშაობს, მამამისი კი მანქანას ავსებს. მართალია, მამა თბილ სიტყვებს არ იშურებს, მაგრამ მათ შორის მაინც დაძაბული და რთული ურთიერთობა იგრძნობა, რასაც ბრენდის შოკოლადის ფილა ცვლის…
„ეს სტრატეგია უფრო აქტუალურია დღევანდელ რეალობაში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კეთილშობილება არსებობს მსოფლიოში, უბრალოდ ისე ხმამაღლა „არ ყვირის“, როგორც ნეგატიური აზრები“, — ამბობენ Cadbury-ში.