შოკოლადის ვინმესთვის გაყოფის იდეა ტკბილეულის მოყვარულთათვის არც ისე კარგად ჟღერს, თუმცა ხან საჭიროა, სიხარბედ რომ არ ჩაგვეთვალოს… ამ ამბავს კი ახლა Cadbury უმარტივებს თავის მომხმარებლებს — სპეციალური გამოშვების შოკოლადებს ახალი შეფუთვა აქვს, რომელიც გვეუბნება, ვის რა წილი ეკუთვნის შოკოლადიდან. ნაწილი იმისაა, ვინც მაღაზიაში ჩასვლა არ დაიზარა, ნაწილი იმის, ვინც ფრენის ბილეთები აიღო, ვინც სასტუმრო დაჯავშნა, ვისაც არავის დაბადების დღე ავიწყდება, ვინც ხემსს ყიდულობს და ა. შ.
Made to Share-ის კამპანიის ავტორი Bulletproof გახლავთ, ამ არაჩვეულებრივი შეფუთვით კი სურთ, მომხმარებლებს მადლობის გადახდის Cadbury-ისეული ჟესტი შესთავაზონ იმ უხილავი გმირებისთვის, რომლებიც ოჯახსა თუ სამეგობროში გვყავს.
კამპანია შეგვახსენებს, რა გავლენა აქვს სიკეთის მცირე ჟესტს ადამიანთა ყოველდღიურობაზე. მართალია, აქამდე სათქმელი დემენციის მქონე მამისა და შვილის ამბით უფრო ემოციურად გვითხრეს, მაგრამ ახლა უფრო მხიარული გზა არჩიეს: