უკვე მეხუთე წელია, Cadbury Dairy Milk-ის კამპანია There’s a Glass and Half in Everyone წარმატებით გრძელდება და მომხმარებლებს იმ კომპლექსური ურთიერთობების შესახებ უყვება, რომლებიც სავსეა როგორც სიყვარულით თუ სითბოთი, ისე გაუცხოებითა და სევდით.
ამჯერად VCCP-ის გუნდის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი, სახელწოდებით Speakerphone, მამა-შვილზე გვიამბობს. სულ რაღაც 30-წამიანი სიუჟეტი საკმარისი აღმოჩნდა იმის დემონსტრაციისთვის, თუ როგორ შეუძლია მცირე „სითბონარევ“, მზრუნველ ქმედებებს ურთიერთობების გამყარება და სასიამოვნო მომენტების შექმნა.
წარმოიდგინეთ, სამსახურში რთული პირველი დღის შემდეგ, როცა მოტივაციაც და ხალისიც ძალიან დაბალია, უცბად აღმოაჩენთ, რომ საყვარელმა ადამიანმა თქვენზე „წინასწარ იზრუნა“… სწორედ ამაზეა აგებული რეკლამის ნარატივი. თითქოს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მცირე დეტალებისგან ხომ განსაკუთრებული მოგონებები იქმნება?!