Cadbury-ის თაყვანისმცემლები ყოველდღიურად ელიან ბრენდის Secret Santa Postal Service-ს და არც ეს წელია გამონაკლისი… ამიერიდან შოკოლატერია ჩვეულებრივ ციფრულ და სტატიკურ პოსტერებს პორტალებად გარდაქმნის, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ, მათთვის საყვარელ ადამიანებს შოკოლადის ფილა ფარულად და უფასოდ გაუგზავნონ.
Cadbury-ის საიდუმლო სანტას საფოსტო ჯიხურებს კი მომხმარებლები გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ავტობუსის გაჩერებებზე, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა სივრცეებში იპოვიან. ხოლო სპეციალური სივრცეები 2022 წლის 10 დეკემბრიდან გაიხსნება.
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი პოსტერის QR კოდს დაასკანერებს, მას შეეძლება თავისი მეგობრისთვის საყვარელი შოკოლადის ფილა აირჩიოს. საინტერესოა ისიც, რომ კამპანიის ფარგლებში ბრენდი 120 000 შოკოლადს გამოუშვებს, რაც შობის დღესასწაულზე დამთავრდება. გამგზავნებს შეეძლებათ აირჩიონ Cadbury Dairy Milk, Oreo, Caramel, Wholenut, Fruit & Nut ან Plant შოკოლადის ფილები. ზამთრის კოლექციიდან კი სპეციალური პროდუქტებია ხელმისაწვდომი, იქნება ეს Cadbury Dairy Milk Mini Snowballs თუ Cadbury Dairy Milk Winter Wonderland.
ხოლო იმისათვის, რომ ეს წელი კიდევ უფრო „ტკბილად“ დაასრულონ, კომპანია 75 000 ფილა შოკოლადს Trussell Trust-ის ქსელის 200-ზე მეტ კვების ობიექტს შესწირავს. ამასთან, ქვეყანაში შიმშილობის პრობლემის გადასაჭრელად ფულად დახმარებასაც გაგზავნის.