in

Cadbury-ის ემოციური რეკლამა უწყინარ ტყუილებს ეძღვნება

თბილ და ემოციურ სთორითელინგში მომხმარებელი უკვე მარტივად ამოიცნობს Cadbury-ის ხელწერას. ამგვარად, გამონაკლისი არც ახალი ვიდეოა, რომელსაც ბრენდი Memory-ის სახელით There’s a Glass and a Half in Everyone-ის კამპანიაში გვაცნობს. ოჯახური კავშირებისა თუ პატარა ქმედებების გრძელვადიან გავლენას აღნიშნავს ისე, რომ ხშირად ყურებისას ცრემლების შეკავებაც რთულდება… 

BOG

მიზანი მარტივია: გვაჩვენონ, რამდენად ძლიერ ჟესტს წარმოადგენს შოკოლადის ჩუქება საყვარელი ადამიანისთვის. ამას კი ახლა დემენციის მქონე მამის ამბით გვიყვებიან, რომელსაც შვილი, რაღა თქმა უნდა, Cadbury-ის შოკოლადის ფილით სტუმრობს, თუმცა აქ რაღაც რიგზე არ არის და დიდი ხნის საიდუმლოც მჟღავნდება:

ეს ყველაფერი იმ პატარა უწყინარი ტყუილების შესახებაა, რომლებსაც სხვებს ვეუბნებით, რადგან მათ ეს თავს კარგად აგრძნობინებთ… თანაც რაღაც ასეთი ამბავი ყველას გვაქვს, — აცხადებს საიმონ კონორი, VCCP-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

სააგენტოები Publicis Worldwide და Leo Burnett გაერთიანდნენ

Rocket Companies ამერიკის სუპერთასზე ვიზუალური იდენტობით წარდგება