შოკოლადის მწარმოებელ კომპანია Cadbury-ს საზოგადოებისთვის საოცრად ემოციური, ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი აქვს. სააგენტო VCCP-ს მიერ მომზადებული ერთ წუთიანი ვიდეოს მთავარი გმირი, პატარა ლამაზი გოგონაა, რომელიც ცდილობს თავისი მრავალფეროვანი “ფინანსური” რესურსით სამსახურისგან გადაღლილ დედას დაბადების დღეზე ტკბილი საჩუქარი გაუკეთოს.