ვალენტინობა წყვილების დღესასწაული რომ არის, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მარტოხელებმა რა დააშავეს? განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ტკბილეულებით თუ ყვავილებით სავსე დღე ეზიზღებათ… როგორც ჩანს, Cadbury 5 Star-მა სწორედ ადამიანთა ამ ჯგუფისკენ მიმართა მთელი მარკეტინგული ყურადღება — ის მარტოხელებს ამ სენტიმენტალური სასიყვარულო განწყობისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.
Mush Detector App მომხმარებლებს ეხმარება, „ემოციური, ამღელვებელი ზონები“ აღმოაჩინონ და ქალაქში „უსაფრთხოდ“ გადაადგილდნენ. ასე მიიღებენ მონაწილეობას #DoNothing კამპანიაში. აპლიკაციაში ფერადი კოდირებული რუკაა ჩაშენებული — აქ ნაჩვენებია, ქვეყნის (ინდოეთის) მასშტაბით, სად იმართება ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები; ასევე, რუკა მოიცავს რეკომენდებული ადგილების სიასაც, სადაც ადამიანები სასიყვარულო ქაოსისგან თავის დაღწევას შეძლებენ.
LBB Online-ის თანახმად, ინსტრუმენტი თვალყურს ადევნებს ადგილებს, სადაც რომანტიკულ საჩუქრებს, როგორიცაა შოკოლადი და ვარდები, დიდი რაოდენობით ყიდულობენ. გარდა ამისა, მოიცავს რამდენიმე ცხელ წერტილს, როგორიცაა რესტორნები და კინოთეატრები, რათა რეალური დროის მაჩვენებლები უზრუნველყონ.