in

როცა შოკოლადი ყველაფერს გავიწყებს…

როცა ადამიანს რაღაც განსაკუთრებით უყვარს, ზოგჯერ მთელ ყურადღებას მხოლოდ მას უთმობს. თითქოს, ირგვლივ სხვა ყველაფერი ქრება და არაფერს აქვს მნიშვნელობა… Cadbury-ის ახალი კამპანიაც შოკოლადის „ყოვლისმომცველ მიმზიდველობას“ უკავშირდება. ორ ვიდეორგოლში ვხედავთ, რამდენად დამაბნეველია შოკოლადი ხალხისთვის.

BOG

ორივე რეკლამაში ვხედავთ პერსონაჟებს, რომელთაც ყველაფერი ავიწყდებათ, რაც მათ ირგვლივ ხდება… მხოლოდ შოკოლადის საოცნებო სამყაროში ეშვებიან. თავის მხრივ, ეს მარტივი და სხარტი სცენარები ბრენდის ახალი შოკოლადის მიმზიდველობას უსვამს ხაზს.

საგულისხმოა, რომ რეკლამებში განზრახაა შექმნილი მეგობრული, ოჯახზე ორიენტირებული ატმოსფერო, რაც ზოგადად ახასიათებს აღნიშნულ ბრენდს. როგორც Cadbury-ის მარკეტინგის გუნდი განმარტავს, ასე სურთ, რაღაც ნაცნობისა და სიმყუდროვის განცდა აღძრან მაყურებლებში.

Lidl-მა ფუტკრების საკვები სიროფი გამოუშვა — Bee-rs

რეკლამა მანეკენის ადამიანად ქცევაზე