Cadbury თავისი პოპულარული სააღდგომო კამპანიით The Cadbury Worldwide Hide-ით ბრუნდება, თან მომხმარებლებს უკვე მეოთხედ იწვევს კლასიკური სააღდგომო კვერცხის საპოვნელად. კამპანია VCCP London-ის შემოქმედებით სააგენტოს ეკუთვნის, რომლის ფარგლებშიც ბრენდი ონლაინ პლატფორმას ქმნის და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი საყვარელი ადამიანებისთვის სააღდგომო კვერცხები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ ნებისმიერ ადგილზე დამალონ. ეს კი ადრე შოკოლადებს რომ გვიმალავდნენ და მის პოვნაზე მრავალი სახალისო ისტორიაც გვახსენდება, ზუსტად იმ იდეას ეხმიანება…
The Worldwide Hide-ის ფარგლებშიც მონაწილეებს ჩვეულებრივ შეეძლებათ სააღდგომო კვერცხის დამალვა ვირტუალურად ან რეალური შოკოლადის კვერცხების მიწოდება მსოფლიოს მასშტაბით. პლატფორმაში იმერსიული გამოცდილების შესაქმნელად Google Maps არის ინტეგრირებული, რომელიც მონაწილეებს თავიანთი საყვარელი ადამიანებისთვის პერსონალიზებული მითითებების გაგზავნის საშუალებასაც აძლევს.
წინა წარმატებების გამო, ახლა Cadbury-იმ The Worldwide Hide ჩაუშვაკამპანიით, რომელიც 12 OOH პოსტერითაცაა წარმოდგენილი. ამ პოსტერებზე კი უკვე Girl&Bear-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა. ისინი რეალურ მინიშნებებს ეფუძნება წინა მონაწილეებისგან, რომელთა რაოდენობაც 300 000-ს უდრიდა… მაგალითისთვის აქ შემდგომ ფრაზებს ამოიკითხავთ: Where I caught feelings for you; Where we have the best chicken dinners და ა. შ.
„Cadbury-ში ჩვენ გვიყვარს, როცა მსოფლიოს გულუხვობისკენ ვუბიძგებ და ეს კამპანიაც კვლავ ამას ემსახურება“, — აცხადებს შარლოტა პარკსი, ბრენდმენეჯერი