in

Cadbury 200 წლის იუბილეს ნოსტალგიური ვიდეორგოლით აღნიშნავს

წლების განმავლობაში საკონდიტრო ბრენდი Cadbury უდიდეს ყურადღებას უთმობდა რეკლამების ნაწილს, რაც 200 წლის იუბილეზეც წარმატებით გრძელდება. ამჯერად ვიდეორგოლი Birthday წარსულში გვამოგზაურებს — ომამდელ პერიოდში პატარა გოგონა დედას საჩუქრად შოკოლადს ყიდულობს. 60 წამის განმავლობაში გარემო კი იცვლება, მაგრამ ამბავი იგივე რჩება.

BOG

„ეს განსაკუთრებული მომენტია ჩვენთვის, რადგან ხალხის სიყვარულის გარეში ორსაუკუნოვან წარმატებას ვერ შევინარჩუნებდით. რეკლამაში კი იმ ღირებულებებს ვაჩვენებთ, რომლებზედაც Cadbury აღმოცენდა 200 წლის წინ“, — აღნიშნავს ელის ბურდიტი, Cadbury-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

Honda-მ ლოგო განაახლა — როგორია მისი სიმბოლიკა?

შექმნეს ბირთვული ბატარეა, რომელსაც 50 წელი დამუხტვა არ სჭირდება