in

ცადე ბრიფზე გამარჯვება და მოიგე!

„ცადე ბრიფზე გამარჯვება“ კონკურსის თემას კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ქცევის შეცვლა წარმოადგენს.

კონკურსანტებმა ეფექტური/დასამახსოვრებელი სოციალური კამპანია უნდა მოიფიქრონ, რომელიც გაზრდის პრობლემის ცნობადობას და მოსახლეობას ქცევის შეცვლისკენ უბიძგებს. კამპანიას უნდა ჰქონდეს პოტენციალი დაილექოს გონებაში და გახდეს რეზონანსული/ვირუსული (მაგ: სოციალური ექსპერიმენტის ელემენტები — ინსცენირება/ფარული კამერა/იუმორი და ა. შ.)

საუკეთესო კამპანიის ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით — I ადგილი – 2000 ლარი, II ადგილი – 1000 ლარი.

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით საკუთარი ფინანსების მართვა ძალიან გამარტივდა. ბოლო წლებში საგრძნობლად გახშირდა და მრავალფეროვანი გახდა კიბერთაღლითობა. მომხმარებლებს სენსიტიურ ფინანსურ ინფორმაციას მოტყუებით სძალავენ ელექტრონული ფოსტით. სოციალური ქსელით, სატელეფონო ზარით, sms-ით სპეციალური მოწყობილობების თუ მავნე პროგრამებისა და ვირუსების გამოყენებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გიწვევთ ბრიფზე გამარჯვების კონკურსში. უნდა დაგეგმოთ პრობლემის მოსაგვარებელი კამპანია, შეადგინოთ 10 სლაიდი (მაქსიმუმ) და დაელოდოთ შედეგებს. ნამუშევრის გამოგზავნის დედლაინი 9 დეკემბერი.

ბრიფი იხილეთ აქ: https://we.tl/t-iOvRMKOiQy

რატომ გახდა რეტრო სტილის ესთეტიკა მოდური?

4 ძირითადი უნარი, რომელიც ახალ მენეჯერებს ყველაზე მეტად სჭირდებათ