in

კონკურსის „ცადე ბრიფზე გამარჯვება“ შედეგები ცნობილია!

ალბათ, გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ აქტიურად რომ მოგიწოდებდით, „ბრიფზე გამარჯვება გეცადათ“. ახლა კი კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია — შეგახსენებთ, მათ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე უნდა ეზრუნათ.

ნამუშევრები 11 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა: სალომე კვირკველიძე, შოთა ბეზარაშვილი, ბეკი ფანცხავა, მიხეილ ქურდაძე, ლიკა სულავა, მურთაზ ფუტკარაძე, ქეთო ბარაბაძე, ნატალია ფირცხალავა, ნატალი საგინაშვილი, ელლა კამლაძე და თათო ხოსროშვილი.

თითოეული ნამუშევრის განხილვის შემდეგ ჟიურის რჩეული გახდა სოფიო ლომინეიშვილი და მაკა გიორგაძე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის — ამიკო კალანდია. მათ შესაბამისად პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს, 2000 და 1000-ლარიანი ჯილდოებით.


თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით საკუთარი ფინანსების მართვა ძალიან გამარტივდა. ბოლო წლებში საგრძნობლად გახშირდა და მრავალფეროვანი გახდა კიბერთაღლითობა. მომხმარებლებს სენსიტიურ ფინანსურ ინფორმაციას მოტყუებით სძალავენ ელექტრონული ფოსტით. სოციალური ქსელით, სატელეფონო ზარით, sms-ით სპეციალური მოწყობილობების თუ მავნე პროგრამებისა და ვირუსების გამოყენებით.

აჩუქე ყველას ტოპ|ქარდით!

„არ არსებობს კარგი მძღოლი, რომელიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დაჯდება“ — ოფროუდერი მაო გოშაძე „თეგეტას“ კამპანიას შეუერთდა