in

Cadillac-მა ახალი ავტომობილის თიზერული ფოტოები გამოუშვა

Cadillac-მა თავდაპირველად Celestiq მოდელის მხოლოდ 4 თიზერული ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა ისინი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ძვირფასი მანქანების მწარმოებელმა კიდევ ერთი პარტია გამოუშვა, რომელიც ამჯერად ინტერიერზეა აქცენტირებული. 

უპირველეს ყოვლისა, გავიაროთ ექსტერიერი: მანქანის კუდზე მანათობელი გამოსახულებაა. ვიზუალით ის კლასიკური კადილაკის უკანა მხარეს ჰგავს, უბრალოდ უფრო თანამედროვე ხედვაა წარმოდგენილი. ამ განათებას ბრენდი აღწერს, როგორც ერთგვარ მისასალმებელ ატრიბუტს, რომელიც თამამად იწვევს მგზავრს მანქანაში. 

გამოქვეყნებული გამოსახულებებიდან ერთ-ერთი მანქანის გვერდის სილუეტი, რომელიც კარგად ვერ გვიჩვენებს, მანქანის რა კვარტალზეა გადაღებული, თუმცა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პატარა ფრაგმენტიც კი საკმაოდ თვალწარმტაც სანახაობს ქმნის. მას აქვს წითლად შეფერილი მინის ეფექტი, რომელსაც მორთულობად პატარა ზოლი მოჰყვება.

რაც შეეხება მანქანის ინტერიერს, როგორც ფოტოებზე ვხედავთ, სალონში მოთავსებულია უამრავი ძვირადღირებული აღჭურვილობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კონცეპტუალური მანქანა, იმ დეტალების უმეტესობა, რომლებსაც აქ თავმოყრილს ვხედავთ, რეალობაშიც განხორციელებადია. სავარძლებს აქვს მართვის ღილაკები, ლითონის ცხაური, ღილაკები კონსოლის სამართავად. ინტერიერი წითელი ფერისაა და ვერცხლისფერი დეტალები ამშვენებს.

ძრავის შესახებ ცნობები არ არის, თუმცა ავტოექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს არის ელექტრომობილის კონცეპტი. ბრენდი ასევე ჯერ არ ამჟღავნებს, აქცევს თუ არა რეალურად მოდელად თიზერში გამოტანილ მანქანას. 

დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მთავარი გარდამტეხი თანამედროვე ტექნოლოგიებია

„მაქსთერმი“ – 17-წლიანი გამოცდილება ქართულ ბაზარზე