in

“მსოფლიო სტანდარტის” ავტომობილი – Cadillac-ის ისტორია

საკმაოდ ბევრ ავტომწარმოებელზე გიამბეთ უკვე და, მათ შორის, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც, ფაქტობრივად, გახსნეს ავტომობილების წარმოების ერა. ამ სტატიაშიც ერთ-ერთ ასეთ ბრენდზე უნდა გიამბოთ, რომელიც დღემდე ნამდვილად ითვლება კლასიკურ, ლეგენდარულ ავტომწარმოებლად. საუბარი გვაქვს კადილაკზე, როგორც როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს საავტომობილო ბრენდზე. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე საავტომობილო სამყაროს განსაზღვრაში.

და მაინც, როგორ დაიწყო კადილაკის ისტორია?

შესავალი

კომპანია დაარსდა 1902 წელს ჰენრი ფორდის კომპანიის დაშლის შემდეგ. როდესაც ფორდი წავიდა ინვესტორებთან დავის შემდეგ, ფინანსურმა მხარდამჭერებმა დაურეკეს ინჟინერს, ჰენრი ლელანდს Leland & Falconer Manufacturing Company. ქარხნის შეფასების ნაცვლად, ლელანდმა დაარწმუნა ინვესტორები, რომ გააგრძელონ ავტომობილების წარმოება მისი ერთცილინდრიანი ძრავის გამოყენებით. 1902 წლის 22 აგვისტოს დაიბადა Cadillac საავტომობილო კომპანია. მას სახელი დაერქვა დეტროიტის დამფუძნებლის, ანტუან დე ლა მოტე კადილაკის სახელის გამო, ხოლო კადილაკის ლოგო კი მისი ოჯახის გერბიდან მოდის.

1902 – 1909 წლები

Runabout და Tonneau იყო პირველი ავტომობილები, რომლებიც კადილაკმა დაასრულა 1902 წლის ოქტომბერში. ეს იყო ორ ადგილიანი ეტლი, რომლებიც იკვებებოდა ლელანდის 10 ცხენის ძალის ერთცილინდრიანი ძრავით. მანქანები ნიუ -იორკის ავტო შოუში 1903 წელს გამოიყვანეს, რის მერეც მყისვე მიიქციეს ყურადღება. სწორედ ამ შოუს შემდეგ კადილაკმა 2000 შეკვეთა მიიღო.

Runabout, 1902

დაარსების დღიდან კადილაკი ცდილობდა გამოეყო საკუთარი თავი ხარისხის ახალი სტანდარტების ამაღლებითა და შექმნით. 1908 წელს ბრენდმა მიიღო პრესტიჟული Dewar Trophy ჯილდო. Cadillac იყო პირველი ამერიკული წარმოების მანქანა, რომელმაც მიიღო ეს ჯილდო, რამაც წარმოშვა მათი ლოზუნგი “მსოფლიოს სტანდარტი”. დღემდე, ისინი რჩებიან ერთადერთ ავტო კომპანიად, რომელმაც ორჯერ მიიღო ეს თასი.

Tonneau, 1902

1909 წელს General Motors–მა შეიძინა Cadillac Automobile Company, რომელიც გახდა GM–ის ძვირადღირებული ავტომობილების ბრენდი. ამან მხოლოდ დააჩქარა კადილაკის მზარდი პოპულარობა და მომდევნო ათწლეულებმა მოიტანა არაერთი უპრეცედენტო პირველი შემთხვევა, მათ შორის პირველი მასობრივი წარმოების V8 ძრავის დანერგვა 1915 წელს. მან გამოიმუშავა 70 ცხენის ძალა, 180 ფუტი ბრუნვის მომენტი და ჰქონდა მაქსიმალური სიჩქარე 65 მილი საათში. ამ ძრავამ დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ძრავებში, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ გზაზე.

Cadillac Type 51, 1915

1920 – 30-იანები

1925 წელს კადილაკი იყო პირველი კომპანია, რომელმაც გამოიყენა ლაქი და მომხმარებელს შესთავაზა 500-ზე მეტი ფერის კომბინაცია 1926 წლისთვის. 1930 წლისთვის მათ მომხმარებლებს შესთავაზეს მანქანის სხეულის 50-ზე მეტი სტილი.

1930-იანი წლების შუა ხანებში, დიდი დეპრესიის დროს, მაშინ, როდესაც კომპანიებისა და ოჯახების უმეტესობა გადარჩენისთვის იბრძოდა, კადილაკმა შექმნა პირველი V ტიპის 16-ცილინდრიანი ძრავა სამგზავრო მანქანაში გამოსაყენებლად. ეს ძრავა იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძრავა კადილაკის ისტორიაში. ცოტა ხნის შემდეგ, კადილაკმა გამოუშვა V12 ვერსია.

Cadillac–მა ასევე განაპირობა გზა საავტომობილო დიზაინში. 1927 წელს მათ ჰარლი ერლს სთხოვეს 1927 წლის Lasalle კაბრიოლეტი კუპეს დიზაინი, რაც პირველი შემთხვევა იყო ამერიკის საავტომობილო ისტორიაში, როდესაც ავტომობილი შეიქმნა დიზაინერის მიერ და არა ინჟინრის მიერ. ამ ფაქტმა აშკარა გახადა კადილაკის ერთგულება ხარისხისა და ფუფუნებისადმი. ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია 1940 წლის კადილაკ ფლიტვუდი, რომელიც გამოჩნდა 1972 წლის განთქმულ დრამაში “ნათლია”.

Cadillac Tailfin

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო, კადილაკმა რესურსი სრულად დაუთმო საომარ მოქმედებებს, აშშ უზრუნველყო მასალებით და დაეხმარა თვითმფრინავების ძრავის წარმოებაში. ომის დასრულების შემდეგ, მან განაგრძო თავისი საავტომობილო სტილის სრულყოფა, შექმნა “Tailfin”, რომელიც გავლენას მოახდენს ბევრ საავტომობილო სტილზე ათწლეულების შემდეგ. ამ დიზაინმა მას მიანიჭა პირველი ავტომობილის ჯილდო 1949 წელს.

1951 წელს, კადილაკმა დაიწყო M41 Walker Bulldog არმიის ტანკის წარმოება, რომელიც ემსახურებოდა კორეასა და ვიეტნამის ომებს.

1953 წელს დაინერგა “ავტომატური თვალი”. ეს ფუნქცია ავტომატურად აქრობდა შუქებს მომავალი მძღოლების უსაფრთხოებისათვის. 1957 წელს კადილაკმა სცადა კიდევ უფრო მაღლა ასვლა, შექმნა “ხელნაკეთი” სერია 70 ელდორადო ბრაუჰემი. მას გააჩნდა “მეხსიერების ადგილის” ფუნქცია და ყველა ტრანზისტორი სიგნალის მაძიებელი მანქანის რადიო, რომელიც წარმოებული იყო GM-ის დელკოს რადიოს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მანქანამ აჩვენა კადილაკის ტექნოლოგიური სიძლიერე, იგი გაიყიდა მხოლოდ 904 ერთეული.

Cadillac Eldorado, 1959

1950-იანი წლები კადილაკისთვის დასამახსოვრებელი ათწლეული იყო, როგორც გზაზე, ასევე ეკრანზე. წარმოება გაორმაგდა და ბრენდმა შემოიღო ძირითადი ინოვაციები, როგორიცაა საჭის მართვა და უსაფრთხოების ახალი მახასიათებლები. 1953 წელს, Cadillac Eldorado Convertible Coupe გამოვიდა და მისი სახელი სწრაფად გახდა ფუფუნების სინონიმი, ასევე – პოპ კულტურის დიდი ნაწილი.

Cadillac Eldorado Convertible Coupe

1960 – 70-იანი წლები

კადილაკმა განაგრძო ლიდერობა ინოვაციებში 1960-70 წლებში. ისინი იყვნენ პირველი, ვინც დანერგეს კომფორტის მახასიათებლები, როგორიცაა გათბობა და კონდიცირების სისტემა 1964 წელს. მათ ასევე გაუხსნეს გზა უსაფრთხოების თანამედროვე მახასიათებლებს, უსაფრთხოების ღვედის შემოღებით ერთი წლით ადრე, სანამ იგი გახდებოდა სტანდარტი კანონით და აირბაგების ჩათვლით 1974 წელს.

Cadillac DeVille, 1974

მიუხედავად იმისა, რომ 1960-იანი წლები საკმაოდ მშვიდი იყო, კადილაკმა 1970 წელი დაიწყო დიდი აფეთქებით. მან ათწლეული გახსნა 400 ცხენის ძალის, 8.2 ლიტრიანი ძრავის ელდორადოს შექმნით. თავისი სრულად გადაკეთებული ღერძით ეს მოდელი გამოირჩეოდა იმ მომენტში არსებული ნებისმიერი სამგზავრო მანქანის ყველაზე მაღალი ბრუნვის სიმძლავრით. ათწლეულის დასასრულს, კადილაკმა გამოუშვა 1978 წლის სევილია.

Cadillac Seville, 1978

1980 -იანი წლების განმავლობაში, კადილაკმა გააუმჯობესა მანქანის მიწოდების სერვისი და მომხმარებელთან ურთიერთობა. კადილაკის მანქანებმა ასევე ითამაშეს 80-იანი წლების საკულტო ფილმებში, როგორიცაა Ghostbusters და Blues Brothers.

Cadillac Escalade, 1990

1990-იან წლებში Cadillac მოერგო მზარდ საავტომობილო ტენდენციებს SUV სეგმენტის ჩათვლით. 1999 წელს მათ წარადგინეს Cadillac Escalade. 2002 წელს კადილაკმა აღნიშნა მათი 100 წლის იუბილე თამამი და თანამედროვე CTS სედანის შემოღებით. მან შეინარჩუნა რეპუტაცია, როგორც პოპ კულტურის ხატი.

Cadillac CTS, 1999

21 -ე საუკუნემ შეცვალა დიზაინის ფილოსოფია კადილაკისთვის, რომელიც ცნობილია როგორც “ხელოვნება და მეცნიერება”. მათ იხელმძღვანელეს პლატფორმით “მანტრა” – ეს იყო მანქანები, მკვეთრი, მკაფიო კიდეებით და მაღალი დონის ტექნოლოგიით. ახალი დიზაინის ენა სწრაფად გავრცელდა მთელ შემადგენლობაში და მისი ნახვა შესაძლებელია ისეთ ავტომობილებზე, როგორიცაა CT6 Sedan და XT5 Crossover.

Cadillac CT6 Sedan, 2020

დღესდღეობით კადილაკის ბაზრებია შეერთებული შტატები, კანადა და ჩინეთი. Cadillac მოდელები განაწილებულია მსოფლიოს 34 დამატებით ბაზარზე. 2019 წელს კადილაკმა გაყიდა 390,458 მანქანა მთელს მსოფლიოში, რაც ბრენდის რეკორდი იყო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

ნანო-მასშტაბის აღმოჩენამ შეიძლება, ელექტრონიკაში “გადახურების” პრობლემა გადაჭრას

ალგორითმი აფასებს, როდის არის მოსალოდნელი ალცჰაიმერის სიმპტომების გამოვლენა