რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ერთმანეთთან ავეჯის დიზაინერს, ყავას, ბუშტების არტისტს და კადილაკს? ერთი შეხედვით არაფერი. თუმცა, რეალურად ისინი ერთ ძალიან კარგ და განსხვავებულ იდეას ემსახურებიან.
ერთობლივი იდეა, ისეთი ადგილის შექმნას გულისხმობს, სადაც ნებისმიერ ადამიანს მოსვლა და დროის გატარება მოუნდება.
დავიწყოთ თავიდან. სტეფან კენი დიზაინერია, ის განსხვავებულ, კომფორტულ და ლამაზ ავეჯს ქმნის. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის, მომხმარებლის მისაზიდად და მათ დასაინტერესებლად სტეფანმა თავის შოურუმს უგემრიელესი ყავით მომსახურებაც დაუმატა. მიუხედავად ამისა, რაღაც მაინც ბოლომდე იდეალურად ვერ იყო. საქმეში უნიჭიერესი ხელოვანი ჯიჰანი ჩაერთო, რომელიც ბუშტებით ნამდვილ შედევრებს ქმნის. სტეფანთან ერთად, მან კიდევ უფრო გაალამაზა და მიმზიდველი გახადა შოურუმი.
მათ, ერთიანი ძალებით, ისეთი გარემო შექმნეს, რომელსაც ვერცერთი ადამიანი გულგრილად ვერ ჩაუვლის.
არაფერი გამოვიდოდა, რომ არა ახალი XT5 და კადილაკის კამპანია “Daring Pursuits”, რომელიც მიზნად ისახავს მსგავსი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას და მათთან ერთად განსხვავებული პროდუქტის, ადგილის ან მომსახურების შექმნას.