მართალია, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენის, ოსკარის ცერემონიის სარეკლამო ჭრილში მოხვედრა წარმოუდგენელ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ საბოლოოდ შედეგი ამად ნამდვილად ღირს. წითელ ხალიჩაზე, იქ, სადაც თანამედროვე კინოხელოვნების ნამდვილი ვარსკვლავები იკრიბებიან, ბრენდებისთვის რგოლების გაშვება სერიოზულ პრივილეგიად ითვლება, რადგან სწორედ ამ მომენტში მთელი მსოფლიოს ყურადღება მათკენ არის მიპყრობილი. Cadillac–ი იმ იღბლიან ბრენდთაგანია, რომლის რეკლამაც წელს მაყურებელმა ოსკარის მიმდინარეობისას იხილა.
https://www.youtube.com/watch?v=2SB4CbFB7OU
ლეგენდარულმა კომპანიამ მოლოდინი ნამდვილად გაამართლა და ერთგულ მომხმარებელს ზუსტად ისეთი სამი ვიდეო შესთავაზა, როგორიც თავის პროდუქციას და ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას შეეფერება. საკუთარი ისტორია, ღირებულებები, დამსახურებები და იდეები ბრენდმა ნამდვილად არაჩვეულებრივად წარმოადგინა სამ შთამბეჭდავ ვიდეორგოლში.
https://www.youtube.com/watch?v=Qfs1w-mcvns
https://www.youtube.com/watch?v=xMD5KXYJq_w