General Motors-მა და Lynx Motors-მა საქართველოში Cadillac-ის ოფიციალურად შემოსვლა დააანონსეს. ლეგენდარული ამერიკული ლუქსბრენდის საქართველოს ბაზარზე წარდგენა ქვეყნის პრემიუმ საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი ეტაპის დასაწყისია.
Cadillac-ის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. ბრენდი წლების განმავლობაში დაკავშირებულია ტექნოლოგიასთან, ინოვაციასთან, დიზაინთან, ინჟინერიასა და კომფორტთან. Cadillac-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა სწორედ ამ გამოცდილების ადგილობრივ ბაზარზე წარდგენას ისახავს მიზნად.

„Cadillac-ის საქართველოში შემოსვლა ჩვენთვის მხოლოდ ახალი ბაზრის ათვისებას არ ნიშნავს. ეს არის ნდობის მოპოვება, მოლოდინის შექმნა და მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ პირველი სატესტო მგზავრობიდან ყველა შეხების წერტილი მომხმარებლებთან იმ სტანდარტს დააკმაყოფილებს, რომელსაც ჩვენგან ელოდება“, – Tommy Hosea, GM International and China-ს ვიცე-პრეზიდენტი – GPSC და GM Central Asia-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი.
საქართველოს ბაზარზე Cadillac-ის ოფიციალური წარმდგენი Lynx Motors იქნება. კომპანიის გუნდი პროცესს პრემიუმ და ლუქს საავტომობილო სექტორში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილებისა და ადგილობრივი ბაზრის ცოდნის საფუძველზე გაუძღვება.

„ჩვენთვის Cadillac-ის საქართველოში შემოსვლა შესაძლებლობაა, დავნერგოთ ახალი სტანდარტი, რომელიც აერთიანებს ამერიკულ მემკვიდრეობას, ინოვაციას, დიზაინს, ტექნოლოგიასა და ადამიანებზე მორგებულ გამოცდილებას. გვჯერა, რომ ძლიერი ბრენდი მხოლოდ კარგი პროდუქტით არ იქმნება – მას ქმნის პროფესიონალთა გუნდი, მკაფიო ხედვა და ის სტანდარტები, რომლებსაც ყოველდღიურად საკუთარ თავს ვუწესებთ“, – გიორგი ფოცხვერია, Lynx Motors-ის თანადამფუძნებელი.

Cadillac-ის შოურუმი უახლოეს პერიოდში თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე გაიხსნება. სამსართულიან სივრცეში განთავსდება შოურუმი, სრულად აღჭურვილი სერვისცენტრი და მომხმარებელთა პრემიუმლაუნჯი.
შოურუმის გახსნის თარიღის, მასში წარმოდგენილი ავტომობილების მოდელებისა და Cadillac-ის საქართველოში ოფიციალური შემოსვლის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე: cadillac.lynxmotors.ge.

General Motors-ის შესახებ
General Motors ტრანსპორტის მომავალს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის და მომხმარებლებს უფრო უსაფრთხო, ჭკვიან და დაბალი ემისიის მქონე მსუბუქი, მაღალი გამავლობისა და SUV-ის ტიპის ავტომობილებს სთავაზობს.
GM-ის Buick, Cadillac, Chevrolet და GMC ბრენდები მომხმარებლებს სთავაზობენ ინოვაციური, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების ფართო არჩევანს და ინდუსტრიაში ელექტრომობილების ყველაზე მრავალფეროვან პორტფელს. კომპანია სრულად ელექტრიფიცირებულ მომავალზე გადასვლისკენ მიემართება.
ინფორმაცია იხილეთ: GM.com-ზე

Lynx Motors-ის შესახებ
Lynx Motors აერთიანებს ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს. კომპანიის საქმიანობას საფუძვლად უდევს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება, ძლიერი პროფესიული კომპეტენცია და ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა.
[პარტნიორის კონტენტი]











