in

კაფე Coffeesta პირველ ივნისს გაიხსნება !

Coffeesta logoსაქართველოში Сoffeesta-ს ქსელის პირველი ობიექტი თბილისის ცენტრში ოფიციალურად 1 ივნისს, რუსთაველის 52-ში გაიხსნება. „კოფისტა“ მეცნიერებათა აკადემიის შენობაშია განთავსებული, რუსთაველის მეტროსთან ახლოს, მხატვრების გამოფენის მიმდებარედ. კომპანია ქართულ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და წლის ბოლომდე კიდევ ხუთი ობიექტის გახსნას გეგმავს. “კოფისტას” 300 კვ.მ-მდე ფართობის 4 დახვეწილი და კეთილმოწყობილი დარბაზი აქვს (რაც თავისთავად რეკორდული სივრცეა საქართველოში ყავახანისთვის) და ამასთან ერთად, კომპანია კონცენტრაციას სწრაფ მომსახურებაზეც ახდენს, თვლის რომ თან წასაღები ყავის ტრენდს, (Сoffee to Go), ახალ ეტაპზე აიყვანს. “კოფისტას” ორმაგი თერმული რეგულაციის მქონე მუყაოს ჭიქები ექნება გამოყენებაში, რაც კიდევ ერთი სიახლეა იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის.

“კოფისტა” ნედლეულად იყენებს მხოლოდ 100%-იანი არაბიკას მარცვლებს და ყავის გურმანებს ცივი და ცხელი სასმელების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. “კოფისტას” სტუმრებს აგრეთვე შეეძლებათ კრუასანების, დონატების და სხვა ტკბილეულის, სენდვიჩებისა და სალათების, ნაყინის, უგემრიელესი ფრაპეებისა და ადგილზე დამზადებული ლიმონათების დაგემოვნება. ის მთავარი განსხვავება, რასაც „კოფისტა“ ქართულ ბაზარზე შემოიტანს, არის ექსკლუზიური ბრენდის 100%-იანი არაბიკა და პორციების დიდი მოცულობა. როგორც მოგეხსენებათ, კაფეები ძირითადად 200მლ-იან ჭიქებში გვთავაზობენ ძირითად ასორტიმენტს, მაშინ როდესაც „კოფისტაში“ შესაბამის ასორტიმენტზე 400-500 მლ-იანი პორციებით მოგვემსახურებიან.

“ჩვენ გვინდა კარგი ხარისხის ყავა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ და ქართველ მომხმარებლებს შევუქმნათ ყველანაირი კომფორტი მათი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. ყავა ეს არ არის მხოლოდ სასმელი, არამედ რიტუალია, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. გარკვეულწილად, ის თვითშემეცნების საშუალებაცაა. განმარტოვდე ყავასთან ერთად და ამავდროულად, არ იყო მარტო – ეს არის ის, რისი შეთავაზებაც თითოეული ჭიქით გვინდა ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მყუდრო გარემო და ხელსაყრელი ლოკაცია კი იმის გარანტიაა, რომ მეგობრებთან თუ კოლეგებთან ნებისმიერი ხანგრძლივობის შეხვედრა კომფორტული და სასიამოვნო იქნება.

caramelროგორც პოპულარული გამოთქმა გვაუწყებს – You are what you drink. გვინდა რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა აირჩიოს და დააგემოვნოს “კოფისტას” ყავა და გახდნენ “კოფისტები” 🙂 ჩვენი სახელიც ხომ აქედან წარმოდგება, Сoffeesta – ის ვისაც ყავა ძალიან უყვარს და მისი მიმდევარია.“ – ასეთი კომენტარი გააკეთეს კომპანიის მენეჯმენტში.

შეგახსენებთ, რომ „კოფისტა“ ოფიციალურად 1 ივნისს გაიხსნება და საღამოს საათებში სტუმრებს და ნებისმიერ მსურველებს შეეძლებათ ისიამოვნონ დათო ლომიძისა და მისი ბენდის, The Jetbird, რეპერტუარის ცოცხალი შესრულებით.

“კოფისტა” გამუდმებით შესთავაზებს სიახლეებს თავის სტუმრებს და გაანებივრებს ლანჩ-მენიუსა და სხვა სპეციალური შეთავაზებებით. ერთ-ერთი პირველი საჩუქარი მომხმარებლებისთვის კი 1-15 ივნისის ჩათვლით 10%-იანი ფასდაკლება იქნება!

დამატებითი ინფორმაციისთვის და სიახლეების მისაღებად შეგიძლიათ მოიწონოთ „კოფისტას“ ოფიციალური ფეისბუქის გვერდი და იხილოთ ვებგვერდი.

“Microsoft”-ი ცვლილებებს განაგრძობს

ახალი “Need for Speed”-ის პირველი ვიდეო