„კავკასიის ავტოიმპორტი“, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის ლიდერი კომპანია, სოლიდარობის ნიშნად, ქვეყნის, მთავრობის და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას აგრძელებს – კომპანია აქტიურადაა ჩართული კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ და დაავადებული თანამოქალაქეების გამოჯანმრთელებისთვის თავდაუზოგავ ბრძოლაში.
კომპანიამ, ამჯერად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კლინიკაში, კორონავირუსით დაავადებული თანამოქალაქეების გამოჯანმრთელებისთვის წინა ხაზზე თავდაუზოგავ ბრძოლაში ჩაბმულ 161 მედდას, საჩუქრად, მათ პირად საბანკო ანგარიშზე 1000 ლარი ჩაურიცხა.
„საჩუქართან დაკავშირებით, სახელმწიფოს წინაშე წარმოქმნილ ყველა საგადასახადო ვალდებულებას დაფარავს კომპანია. „კავკასიის ავტოიმპორტი“, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის და თანამოქალაქეების თანადგომას. გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას!“.
[პარტნიორის კონტენტი]