„ვცდილობ, სამყარო ისე დავინახო, როგორც ბავშვობაში, რაც ჩემს ნამუშევრებსაც ეტყობა“, — ამბობს ილუსტრატორი Cáit McEniff. ამ სიტყვებში ბავშვური სული და ცნობისმოყვარეობა იგულისხმება — ის მოგვიწოდებს, ნებისმიერი წარმოუდგენელი, დაუჯერებელი იდეა განვახორციელოთ და ყველაფერს ცნობისმოყვარეობით მივუდგეთ.
Cáit-მა ტექსტილებთან მუშაობა წლების წინ დაიწყო და, როგორც თავად აღწერს, „ის თითოეულ გადაწყვეტილებას თავისუფლებას ანიჭებს, ყოველგვარი შეზღუდვისგან ათავისუფლებს“. ქაღალდზე მუშაობის დროსაც კი, ტექსტილის გამოყენებამ ილუსტრატორის შემოქმედებითი მიდგომა გაამარტივა.
იგი ცდილობს, შეინარჩუნოს „რბილი და თავისუფალი“ ესთეტიკა თავის საქმიანობაში, რასაც აღწევს კიდეც მაკრატლის ან საკერავი მანქანის გამოყენებით. „მაკრატლითა და ქაღალდით რაღაცის სწრაფი „დახატვა“ ნიშნავს, რომ გაცილებით იდეალურ ფორმას მივიღებ, ვიდრე ანალოგიური გამოსახულების საათობით ხატვისას“.