in

რა კავშირია ცალ ფეხზე დგომასა და ჯანმრთელობას შორის? — კვლევა

British Journal of Sports Medicine-ში ახლად გამოქვეყნებული კვლევა ცალ ფეხზე დგომის შესაძლებლობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ერთმანეთთან აკავშირებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანის სიცოცხლის ბოლო ათწლეულები თანდათანობითი მექანიკური ჩავარდნების სერიას მოიცავს. ძალა სუსტდება, ფიზიკური ფორმები იცვლება და გონებაც ცოტა „გვებინდება“.

M2
M2

ბალანსის დაცვა კი ერთ-ერთი პირველია ამ ცვლილებებში. და იქიდან გამომდინარე, რომ დაცემა ხშირად ზიანს გვაყენებს, ამ სასიცოცხლო ფუნქციის კონტროლი იმაზე პრიორიტეტული უნდა იყოს, ვიდრე ახლა. სიბერეში ბალანსის სამედიცინო დაკვირვების ერთ-ერთი ბარიერი არის ის, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რა არის მისი დაკარგვის ადრეული ნიშანი. ამრიგად, სპორტული მედიცინის მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დაამუშავა კლინიკური მონაცემები, რომლებიც ვარჯიშის მიმდინარეობისას შეგროვდა.

სუბიექტები 50-70 წლისანი იყვნენ, როდესაც პირველად შეაფასეს მკვლევრებმა. ექსპერიმენტის ფარგლებში ისინი მარცხენა ან მარჯვენა ფეხზე უნდა დამდგარიყვნენ 10 წამის განმავლობაში, ხელები კი განზე ჰქონოდათ.

„ერთი ფეხის ტესტი ბალანსის შესაფასებლად გამოიყენებოდა ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში. თუმცა, ჩვეულებრივ, მას ხანდაზმულ ადამიანების კლინიკურ კვლევებში არ მიმართავდნენ“, — ამბობს მეცნიერი სეტორ კუნუცორი, დიდი ბრიტანეთის ბრისტოლის სამედიცინო სკოლისგან.

კვლევაში, რომელიც 2009-დან 2020 წლის ბოლომდე მიმდინარეობდა, 1702 მოხალისე მონაწილეობდა, მათგან თითქმის 350-მა ვერ შეძლო წონასწორობის შენარჩუნება. და ყოველ 5 წელში კიდევ უფრო რთული ხდებოდა ამ დავალების შესრულება. ამის პარალელურად, მონაწილეთა ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ, დეტალურად აღწერდნენ სიკვდილიანობას და მის სავარაუდო მიზეზებს. ეს მაჩვენებელი კი განსაკუთრებით მაღალი იყო იმ ადამიანებში, ვინც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა. 

მათგან, ვინც წარმატებით დგებოდა ცალ ფეხზე, მხოლოდ 4.5% გარდაიცვალა, ხოლო ვინც ამას ვერ ახერხებდა — 17%. გარდაცვალების მიზეზები თითოეულ ჯგუფში დიდად არ განსხვავდებოდა, მათ შორის ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. თუმცა, ვინც ბალანსს ვერ იცავდა, ზოგადად ნაკლებად ჯანმრთელი იყო, გულის კორონარული დაავადების, ჰიპერტენზიისა და დიაბეტის უფრო მეტი შემთხვევით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ თუ 10 წამის განმავლობაში ცალ ფეხზე ვერ დადგება ადამიანი, მისი გარდაცვალების ალბათობა 10 წლის ვადაში, 84%-ით იზრდება. ზუსტად არავინ იცის, რატომ ხდება ასე… როგორც ვარაუდობენ, ბევრი პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენის შედეგად ვიღებთ ამ მოცემულობას.

ასეთი კვლევები ყოველთვის არ გვაძლევს მთლიან სურათს ერთდროულად. მაგრამ ჯერჯერობით საკმარისი მტკიცებულებაა იმის საჩვენებლად, თუ როგორ დაგვეხმარება ჩვენი ბალანსის მონიტორინგი შემდგომ წლებში.

ნახეთ: Love Hultén-ის პოპ კულტურით შთაგონებული სინთეზატორი

Susie Script — შრიფტი, რომელიც დისლექსიის მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა