in

CALEN AI – ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი, რომელიც ბიზნესებს მომხმარებლებთან ურთიერთობას უადვილებს

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტია ნომინაციაში – „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“

Startauperi
Startauperi

უკვე მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნესდაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 -მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.

ამჯერად, CALEN AI-ზე გიამბობთ, რომელიც ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტია და ინოვაციური სტარტაპის ტიტულისთვის იბრძვის. ის ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ასისტენტს, რომელიც მიწერილი სიტყვების კონტექსტიდან აღიქვამს თქვენს სათქმელს და პასუხებთან ერთად, სერვისის მიღებაშიც დაგეხმარებათ. მარკეტერის შეკითხვებს CALEN AI-ს დამფუძნებელმა ირაკლი ბესელიძემ უპასუხა.

M: როგორ ჩამოყალიბდა CALEN AI და რა სერვისებს სთავაზობს ამ დროისთვის?

CALEN AI პლატფორმად 2021 წელა ჩამოყალიბდა, როდესაც ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტეთ AI ასისტენტების შექმნის გამოცდილება SaaS-ის ფორმატში შეგვეფუთა. ამ მხრივ გამოცდილება უკვე გვქონდა – ვქმნიდით ასისტენტებს შეკვეთით, ამერიკული და ავსტრალიური კომპანიებისთვის.

ამ დროისთვის, ჩვენ მუშაობთ ორ სეგმენტზე:

1. მცირე და საშუალო კომპანიები – მათ ჩვენ ვთავაზობთ პლატფორმას, რომელზეც საკუთარი ასისტენტის აწყობას შეძლებენ.

2. მსხვილი კომპანიები, რომლებსაც მომხმარებლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ავტომატიზაციაში ვეხმარებით.

M: როგორ განვითარდა ამ დროისთვის CALEN AI და ზრდის როგორი პერსპექტივა აქვს მას?

ამ დროისთვის, ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი კომპანია უცხოეთში და პირველი დამკვეთი საქართველოში – ლოჯისტიკური კომპანია Space Cargo. რაც შეეხება ზრდას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს უმსხვილესი ბრენდებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ძალიან მალე გამოვაცხადებთ მათთან თანამშრომლობის შესახებ. რაც შეეხება უფრო შორეულ პერსპექტივას – ჩვენ ვთვლით რომ ყველა კომპანიას სჭირდება AI ასისტენტი და 2024 წლისთვის საქართველოს ბიზნესის უმრავლესობა გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს მომხმარებლებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. და ამავე დროს ჩვენ დავიწყებთ მასშტაბირებას აშშ-ს ბაზარზე.

M: რა აქცევს CALEN AI-ს ინოვაციურ სტარტაპად?

ჩვენ ვქმნით პირველ ხმოვან ასისტენტს მსოფლიოს ისტორიაში, რომელსაც შეუძლია აწარმოოს საუბარი ქართული ენაზე. არც Google ასისტენტს არც Apple Siri-ის ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

M: რატომ გადაწყვიტეთ ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება?

ბიზნეს დაჯილდოება ჩვენს მსგავს ინოვაციურ კომპანიებს საშუალებას აძლევს მიაწვდინონ ხმა პოტინციურ მომხმარებელს, გაზარდონ საკუთარი ცნობადობა და შესაბამისად, განავითარონ ბიზნესი. გამარჯვება მოგვიტანს, როგორც მინიმუმ 200,000 ლარის ექვივალენტის სარგებელს, ახალი კლიენტების და მედია გაშუქების სახით.

პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი) და „აწარმოე საქართველოში“.

წელს ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის.

გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.

როგორ ეხმარება ტექნოლოგიები შშმ პირებს? — Apple-ის ახალი ვიდეორგოლი

Spotify Wrapped გეტყვით, როგორი მსმენელი ხართ