1
Sep
2016

როგორ გამოვხატოთ მოგების სიხარული – California Lottery-ს ენერგიული რეკლამა

1 Sep 2016

კობი
კობი


ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს გამდიდრებას, ზოგიერთი თავისი შრომით, ზოგიც კი იღბალის იმედზეა. ამიტომაცაა ამდენი ადამიანი გათამაშებებსა და ლატარეაში ჩაბმული, ამერიკა ამ მხრივ ჩემპიონია. California Lottery-მ ახალი ვიდეორგოლით მოსახლეობას თავი შეახსენა. კონკურენტებისგან განსხვავებით, ეს ლატარეა აზარტულ მომხმარებელს მოგების გაასმაგების საშუალებას აძლევს.

ვიდეორგოლიც სწორედ ისეთი ადამიანის ემოციებზეა აგებული, რომელიც მაღაზიაში ცეკვასაც არ ერიდება. თუმცა, რაღა ცეკვა, აკრობატული ილეთებიც არანაკლებ გამოსდის იღბლიან მოთამაშეს. სერიოზული თანხის მოგების შემთხვევაში, სრულიად გასაგები რეაქციაა. იხალისეთ და თქვენც გაემზადეთ მოგების აღსანიშნავად.

 

 

რეკლამაზე სააგენტო David&Goliath-მა იმუშავა.

 

განხილვა