ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება და ბრენდებიც ცდილობენ, რაც შეიძლება, განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ვიდეორგოლები შემოგვთავაზონ. ამ მცდელობას California Lottery-ც შეუერთდა და ვიდეორგოლით კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ახალ წელს ყველაფერი შესაძლებელია და ნებისმიერი ადამიანი ამ დროს პოტენციური გამარჯვებულია. რეკლამაში ახალგაზრდა მამაკაცი საჩუქრად პატარა წითელი ბანტით გაფორმებულ მონეტებს უტოვებს თანამშრომლებს, რითაც ცდილობს საახალწლოდ მის გარშემომყოფებს განწყობა აუმაღლოს და მოგების საშუალება მისცეს.
https://www.youtube.com/watch?v=mO36sZyFrGk












