in

Call of Duty 20 წლის იუბილეს სიახლეებით აღნიშნავს

თუ ხშირად თამაშობთ ან უბრალოდ გეიმერს იცნობთ მაშინ, Call of Duty-ზეც გექნებათ გაგონილი. მილიონობით მოთამაშით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სათამაშო ფრენჩაიზია. გასაოცარი მომენტებით, ინოვაციური IP-ებითა და მრავალმოთამაშიანი გამოცდილებებით, Call of Duty-მ გეიმერების თაობასა და თავად კულტურაზე იქონია დიდი გავლენა… 

მას შემდეგ, რაც Call of Duty-ის დებიუტი 2003 წელს შედგა, იგი უბრალო ვიდეოთამაშიდან გლობალურ გასართობ იმპერიად იქცა. Modern Warfare-ისა და Blackops-ის ძალიან წარმატებული გაშვება 425 მილიონი ერთეულის გაყიდვითა და მილიარდობით შემოსავალში გადაიზარდა. არსებობიდან უკვე ორი ათწლეულიც გავიდა და Call of Duty-იმ თამაშში არსებული გამოცდილებების, პრემიუმ სათაურების, მარკეტინგული სტრატეგიებისა თუ პარტნიორობების გაერთიანება გადაწყვიტა.

თუმცა გუნდის მიღმა არსებულ ფრენჩაიზს სამ მთავარ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება — პირველი, დელიკატური ბალანსი უნდა დაეცვათ ინდივიდუალური სერიების, უნიკალურ იდენტობებსა და ფრენჩაიზის ფარგლებში არსებულ ერთიანობას შორის. მეორე: უნდა შეექმნათ ბრენდის სტრატეგია, რომელიც მოთამაშეთა მრავალფეროვან ბაზაზე ისაუბრებდა და მესამე, არ უნდა დაეკარგათ არსებული ბრენდის შეგრძნება. 

საბოლოო შედეგს კი Koto-სთან 2-წლიანი თანამშრომლობით მიაღწიეს, სტუდიამ ახალი ფრენჩაიზ ლოგო გაგვაცნო, ე. წ. მასტერბრენდის იდენტობა და სახელმძღვანელო წესები, Hitmarker-ის შრიფტი, რომელიც სამხედრო მემკვიდრეობითა და თანამედროვე სათამაშო გამოცდილებითაა შთაგონებული. შექმნილია იმისათვის, რომ მთლიანი ფრენჩაიზის ფარგლებში გამოიყენონ, 300-ზე მეტი ენისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ინტეგრირებულია როგორც მარკეტინგსა და სოციალურ მედიაში, ისე ვებპლატფორმებსა და Live სათამაშო გამოცდილებებში.

Call of Duty-სა და Koto-ს თანამშრომლობა Modern Warfare II-ისა და III-ის გაშვებას მოიცავს, Warzone Mobile იდენტობის შექმნას, იდენტობებს Live თამაშებისთვის, Haunting-ის სეზონურ თამაშშიდა ღონისძიებას და მეტი რა არის საჭირო 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად?!

სტუდია Koto-ს ნამუშევრის ხილვას კი სრულად ამ ბმულზე შეძლებთ.

Evido Georgia ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Touch Summit

Spotlight-ის ოფიციალური ავტომობილია Porsche!