in

Call of Duty-ს Black Ops 6-მა გაყიდვების რეკორდი დაამყარა

Call of Duty-ს შემადგენელი პოპულარული თამაშის, Black Ops 6-ის 20-წლიანი ფრენჩაიზის ისტორიის მანძილზე, გაყიდვების ყველაზე მაღალი სამდღიანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას Microsoft ავრცელებს და დასძენს, რომ გასულ კვირაში იყო Call of Duty-ს ყველაზე დიდი გამოშვება, რომელმაც რეკორდი დაამყარა პირველივე დღეს, მოთამაშეების დიდი რაოდენობით. გასულ წელთან შედარებით, PlayStation-სა და Steam-ზეც 60%-თაა გაზრდილი ამ თამაშის გაყიდვები.

Alta
Alta

Black Ops 6 იმითაცაა გამორჩეული, რომ ის Call of Duty-ს პირველი თამაშია, რომელიც Microsoft’s Xbox Game Pass სერვისის გახსნაზე გამოვიდა. ეს სერვისი მოთამაშეებს დამატები
თ უპირატესობებსა და უმაღლესი ხარისხის წვდომას აძლევს გამოწერის შემთხვევაში.

2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, Call of Duty-მ გაყიდა 425 მილიონი ასლი და ჰყავდა ყოველთვიურად 100 მილიონი აქტიური მოთამაშე ყველა პლატფორმაზე.

Microsoft-ის 2025 წლის პირველი კვარტლის შემოსავლების განხილვის დროს, მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ გაამჟღავნა, რომ თამაშმა მოხსნა რეკორდი პირველი დღის მოთამაშეებსა და Game Pass-ის აბონენტებში.

Call of Duty-ს შემქმნელები შედეგით ძალიან კმაყოფილები არიან. მათი მიზანი თავიდანვე ის იყო, რომ თამაში რაც შეიძლება მეტ მოთამაშემდე მიეტანათ მთელ მსოფლიოში. ბოლოდროინდელი შედეგები კი ცხადყოფს, რომ Microsoft-ს აქვს სწორი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს მოთამაშეების მიგნებას ყველა შესაძლო პლატფორმასა თუ მოწყობილობაზე.

როგორ ვმართოთ გუნდი ემოციურად არასტაბილურ გარემოში

„მეტროპოლი“ ერევანში საერთაშორისო გამოფენა TOON EXPO-ზე წარდგა